• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტელეფონიდან ჩემ პირად ინფორმაციას ითვისებენ, ეს უკანონობაა, დაშინებას ცდილობენ – მიხეილ რამიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:31 09-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება მისი ტელეფონიდან პირად, კონფიდენციალურ ინფორმაციას იღებს, რაც უკანონობაა. ამ თემაზე კომენტარი მან “მთავარ არხთან” გააკეთა. 

რამიშვილისთვის ჩამორთმეული ტელეფონის ექსპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა, თუმცა ადვოკატმა სამხარაულის ეროვნული ბიურო დატოვა.

რაც კი ჩემ მობილურ ტელეფონშია, ჩემი პირადი მიმოწერა, სურათები, ვიდეო, სხვა კლიენტებთან თუ კი რამე კონფიდენციალური მქონდა, ჩემი პირადი ინფრომაცია თუ კი რამე იყო  – სულ ყველაფრის კლონირებას აკეთებენ. ითვისებენ ჩემ პირად ინფორმაციას, ამით უკანონობას აკეთებენ, აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს გამოძიება. ჩემ კითხვაზე, თუ რატომ აკეთებენ ამას, მპასუხობენ, რომ გადაიტანენ მასალას და ხვალ რომ მოვალ, ჩემთან ერთად გამიჯნავენ.

აინტერესებთ, რამე ისეთი იპოვონ, რითაც შეძლებენ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია ან დაშინება” 

მიხეილ რამიშვილი ამერიკის ელჩსა და საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით მიმართავს, დაეხმარონ მას სიმართლის დადგენაში. 

აქვე, მიხეილ რამიშვილის სოლიდარობის ნიშნად, სამხარაულთან მივიდნენ სხვა საქმეების ადვოკატებიც. ვასილ მამულაშვილის თქმით, საფრთხიშემცველია თუ კი პროკურატურას ადვოკატების პირად ტელეფონებზე წვდომა ექნება. 

შეგახსენებთ,  პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს და რამიშვილი ამ საკითხზე მოწმედაა დაბარებული. კონკრეტულად საქმე სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ კადრები დამონტაჟებული და ყალბია. 

გარდა ამისა, პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება. 

რამიშვილს აღნიშნული ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.

მთავარი

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმემიხეილ რამიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved