• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტელეკომპანიას კომპენსაციის და განაცდურის გადახდა დაეკისრა” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ალია ავტორი - ალია
13:55 03-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, გუშინ, 13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოდ იქნა ცნობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაწყვეტილება მოსარჩელის, გიორგი ჯიბღაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ, გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და მოპასუხე ტელეკომპანიას მოსარჩელისთვის კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ფორმულაში“ დასაქმებული საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გასული წლის დასაწყისში გაიფიცნენ. დასაქმებულები ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ მათი შრომის ანაზღაურება, შრომის სპეციფიკისა და ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე, ადეკვატური არ იყო. გარდა ამისა, დასაქმებულები უთითებდნენ, რომ სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირად უწევდათ არანორმირებულ რეჟიმში, გვიანობამდე მუშაობა.

3 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “ფორმულამ” საინფორმაციო სამსახურის 25 ოპერატორი, რომელიც წინა დღეებში დამსაქმებლისგან ხელფასების ზრდას ითხოვდა და გაფიცვის პროცესი წამოიწყო, გაათავისუფლა. ჩვენი ინფორმაციით, მოგვიანებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ შეთანხმებას მიაღწია და სამსახურში აღადგინა ოპერატორების ნაწილი. ტელეკომპანიამ უარი განაცხადა გიორგი ჯიბღაშვილის აღდგენაზე, რამაც გაფიცვის პროცესში აქტიურობის დასჯის ფორმა მიიღო.

სამსახურიდან გათავისუფლებიდან მალევე, გიორგი ჯიბღაშვილმა სასამართლოს მიმართა, ხოლო გუშინ საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება გათავისუფლების უკანონოდ ცნობის შესახებ. ჯიბღაშვილის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი გაფიცულ თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს. გაფიცვის უფლება მშრომელების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების დაცვის არსებითი ინსტრუმენტია. მიგვაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები არღვევს არა მხოლოდ კონკრეტული გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს, არამედ ზოგადად, ხელყოფს გაფიცვის უფლების არსს და ღირსეული შრომის პრინციპს. ამასთან, გაფიცული თანამშრომლების გაფიცვის გამო გათავისუფლება, „მსუსხავი ეფექტი“ გამო, ქმნის სერიოზულ რისკებს მომავალში სხვა ჯგუფების მიერ გაფიცვის უფლების რეალიზაციისთვის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია დამსაქმებლის გადაწყვეტილება ოპერატორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიორგი ჯიბღაშვილის ინტერესების დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ინსტანციებშიც გააგრძელებს, – წერს ცენტრი გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ

18:27 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved