• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჭილყვავების პრაიდი“ – რას წერს ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
23:29 11-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

,,ჭილყვავების პრაიდი

ცხრამუხის მონასტრის მონაზონის მიმართ განხორციელებულ გაუგონარ ძალადობაზე საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა საკუთარი პოზიცია და ამ გაუგონარი დანაშაულის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად დაასახელა სამი ტელეკომპანიის (“მთავარი” “ფორმულა” “ტვ 1”) მიერ წლების მანძილზე წარმოებული სისტემატური ანტიეკლესიური კამპანია მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციისა და შეურაცხყოფის მიზნით.

ეს პოზიცია იყო აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებული მსჯელობა, რადგან ისტორია იცნობს ანალიგიურ ფაქტებს, სწორედ ასეთი პროპაგანდის შედეგად მიაღწიეს ბოლშევიკებმა მასობრივი ათეიზმის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეკლესიების ნგრევას და ხატების შეურაცხყოფას. ფაშისტურ გერმანიაშიც ასეთი პროპაგანდა უძღვოდა წინ ხოლოკოსტს.

შორს რომ არ წავიდეთ, სოციალ-დემოკრატებმაც ხომ ანალოგიურად შეამზადეს ილიას მკვლელობა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ლოგიკურ ანალიზს, ფსევდოლიბერალებმა მოაყოლეს აბსოლუტურად არალოგიკური, ორკესტრირებული შტურმი.
„თავისუფალი სიტყვის დამცველმა“ ფსევდო ჟურნალისტებმა, ვაი პოლიტიკოსებმა და ეგრეთწოდებულმა სახალხო დამცველმა საპატრიარქო დაადანაშაულეს საკუთარი აზრის ქონისა და პოზიციის გამოხატვის გამო. ჭილყვავებივით მიესივნენ ეკლესიას და დაკორტნეს.

თურმე მხოლოდ ჟურნალისტებად წოდებულ კასტას და მათი კლანის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებით, რაც მათთვის მიუღებელი პირებისა თუ ინსტიტუციების ყოველდღიურად ლანძღვასა და ცილისწამებაშია გამოხატული. მათთვის დასაშვებია განაცხადონ საპატრიარქო ამქვეყნად ყველაზე დიდი ბოროტებააო (ხათუნა სამნიძე), გაავრცელონ მოწოდებები საპატრიარქოს გადაწვის შესახებ და ა.შ. მაგრამ თუ პარტიულ ჟურნალისტებს ვინმე გააკრიტიკებს, ეს თურმე მიუტევებელი ცოდვა ყოფილა.

იცით ეს განცხადება მომავალში რამდენ უბედურებას მოიტანს, რამდენ დანაშაულს წაახალისებსო? – გაჰყვირიან ისინი. ვითომ მომავალს უფრთხილდებიან.

მათ არ მოსწონთ სხვამ შეაფასოს, რამ მოიტანა ის საზარელი რეალობა, როდესაც ვიღაც არაკაცებს შეუძლიათ თავისი ბილწი ქმედებებით შეურცხყონ რწმენაც, ადამიანობაც, კანონიც, მორალიც და ყველანაირი ზღვარი წაშალონ ცხოველსა და ადამიანს შორის.

ეკლესიის წინააღმდეგ ფსევდოლიბერალთა გააფთრებულ ბრძოლასაც თავისი მიზეზები და მიზნები გააჩნია. ისინი ოჯახებს ებრძვიან და მისი ჩანაცვლება სურთ გარყვნილებით, ეკლესია კი პირიქით, გარყვნილებას ცოდვად მიიჩნევს, და ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს მისგან განთავისუფლებაში, ეკლესია ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ქადაგებს, მორალური და ზნეობრივი ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებს, ფსევდოლიბერალები კი მორალურ და ზნეობრივ გადახრას ნორმას აფასებენ.

ქვეყანაში, რომელშიც ეკლესიას 87% იანი ნდობა აქვს,მორწმუნეებს ბნელებს ეძახიან, ლგბტ და გეიპარადების მომწყობებს “პრადვინუტობად” აფასებენ, მისაბაძად და დასავლური ცხოვრების წესად წარმოაჩენენ.

აი, ეს და სხვა უგვანო ქმედებებია ფსევდოლიბერალების ნამდვილი სახე.

ცხრამუხის ტრაგედიამ ბიძგი მისცა სხვადასხვა ჯურის ჭილყვავებს მორალური პრაიდი მოეწყო ეკლესიის წინააღმდეგ და მუშტები ექნიათ – როგორ ბედავთ ხმის ამოღებას, ჩვენთვის რაიმეს შესახებ ბრალის წაყენებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის, ლანძღვაც მხოლოდ ჩვენი პრეროგატივაა. ჩვენ შეგვიძლია, გინებაც, ცილისწამებაც, ყველა საშინელების თქვენთვის დაბრალებაც, მაგრამ თუ თქვენ თავდაცვის მიზნით ხმას ამოიღებთ, მაგის უფლებასაც არ მოგცემთ, რადგან ჩვენი მიზანია ან პირში წყალი ჩაიგუბოთ, ან თუ რამეს იტყვით, ჩვენ ყველა ბრალდებას უნდა დაეთანხმოთ, თავზე ნაცარი წაიყაროთ და მოინანიოთ, თორემ ხვალ და ზეგ უარეს უბედურებებს დაგაბრალებთო.

აი, ეს არის ფსევდოლიბერალების მორალური ტერორის ანატომია, რასაც ჩვენ ჭილყვავების პრაიდი დავარქვით.

მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისათვის ისეთივე მიუღებელია ასეთი ჭილყვავების პრაიდები, როგორც ქართული მართლმადიდებულური ეკლესიისათვის.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved