• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჭიათურის მაჟორიტარ მახათაძის “კაი ნაცნობი” “გაგალე“ და 4.4. მილიონი სახელმწიფო ტენდერებიდან

ალია ავტორი - ალია
15:45 09-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ ასახელებს პირს – გაგა (გაგალე) ბრეგვაძეს, რომელიც  ჭიათურაში 6 კომპანიასთან არის კავშირში და ჯამში – 4.4 მილიონის სახელმწიფო ტენდერი მოიგო.  

„ფლანგვის დეტექტორის“ ცნობითვე,  „გაგალეს“ კომპანიებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტენდერებში შეთავაზებულ თანხებზე – 364 366 ლარით მეტი ჩაერიცხათ.

აღსანიშნავია, რომ 3 კომპანია მის სახელზეა გაფორმებული, 1 დედამისის, ხოლო 2 მისი მეგობრის, ზვიად გელაშვილის. თუმცა,  ექვსივე კომპანიის ელ-ფოსტას ერთი მისამართი აქვს მითითებული – gagabregvadze@yahoo.com

“გაგალე“ ჭიათურის მერთან,  გივი მოდებაძესთან ერთად 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ“გაგალე“ ჭიათურის მერიის მაღალჩინოსნებთან, საკრებულოს დეპუტატებთან და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს პირად ფეისბუქგვერდზე ხშირად აქვეყნებდა.

 „2020NEWS“- ავრცელებს „გაგალეს“ ფოტო, სადაც ის დაფიქსირებულია ჭიათურის მოქმედ მაჟორიტართან, სულხან მახათაძესთან და სხვა ადგილობრივ გავლენიანებთან, რომელთაგან ზოგი ასევე ბიზნესმენია.

“ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტენდერებს ხშირ შემთხვევაში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები უკონკურენტოდ, ან სხვისი დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებენ.

ჭიათურის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან დაახლოებული ერთ-ერთი ასეთი პირია გაგა (გაგალე) ბრეგვაძე. მერიის მაღალჩინოსნებთან, საკრებულოს წევრებთან და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან გადაღებულ ფოტოებს ბრეგვაძე სოციალური ქსელის საშუალებით, პირად ფეისბუქ-გვერდზე ხშირად აქვეყნებდა.

ბრეგვაძის საკუთრებაში 3 კომპანია ფიქსირდება, შპს „გაგალე“, შპს „გაგალე 2018“ და შპს „გაგალე ტრანსსერვისი“. იგი ასევე არის შპს „აპრილი 2015“ ის დირექტორი. კომპანია დედამისის, შორენა სარალიძის სახელზეა გაფორმებული.

ბრეგვაძის ელექტრონული ფოსტის მისამართი ფიქსირდება აგრეთვე 2 კომპანიასთან: შპს „გოლდ ენდ ბრო“ და შპს „მემორიალი“. ორივე მათგანს ერთი მფლობელი ჰყავს, ზვიად გელაშვილი, რომელიც გაგა ბრეგვაძის ახლო მეგობარი. ელექტრონული ფოსტის გარდა, შპს „მემორიალის“ იურიდიულ მისამართად გაგა ბრეგვაძის საცხოვრებელი სახლია მითითებული.

ცალსახაა, რომ ეს ორი პიროვნება ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული, რადგან კომპანიის ყველა ოფიციალური კორესპონდენცია მის იურიდიულ მისამართზე იგზავნება. ეჭვს ამყარებს ისიც, რომ ყველა ჩამოთვლილ კომპანიას საერთო მეილი აქვს, რომელიც გაგა ბრეგვაძეს ეკუთვნის. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები კი, ამ ორი პიროვნების მეგობრობის კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთია.

ამ კომპანიებმა ჯამში 5,134,109 ლარის ტენდერები მოიგეს, საიდანაც უდიდესი ნაწილი, 4,396,050 ლარის ტენდერი, ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის“, – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გაგალე“  ჭიათურის საკრებულოს მდივანთან ერთად  

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოძიებულ საქმეში წერია, რომ გაგა ბრეგვაძის კომპანიები ტენდერებს დაბალი თანხით იგებენ, თუმცა, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულებას საკმაოდ დიდ თანხაზე აფორმებენ.

“ არაერთი შემთხვევაა, როდესაც ტენდერში მონაწილეობენ დაბალი თანხით, ხოლო გამარჯვების შემდეგ, სახელმწიფო ხელშეკრულებას აფორმებს გაცილებით დიდ თანხაზე.

მაგალითად, შპს „გოლდ ენდ ბროს“ სახელმწიფომ სატენდერო ფასებზე 312,286 ლარით მეტი გადაუხადა, შპს „მემორიალს“, 11,371 ლარით ზედმეტი, ხოლო შპს „გაგალე 2018“-ს 6,723 ლარით მეტი. საერთო ჯამში აღნიშნულ კომპანიებს სატენდერო ფასებთან შედარებით 364,366 ლარით მეტი გადაუხადეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფლანგვის დეტექტორი ასევე დეტალურად ასახელებს მოგებულ ტენდერებს.

“კომპანიებს და მათ მიერ მოგებულ ტენდერებს თუ გადავხედავთ, ასეთი სურათი გვაქვს (2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით):

შპს „გაგალე“ (ს/კ 415591942) სულ 4 ტენდერში მონაწილეობდა, აქედან 3 მოიგო. ტენდერთა საერთო ფასი 63,171 ლარია.

შპს „გაგალე 2018“ (ს/კ 415596607) სულ 18 ტენდერის მონაწილე იყო. აქედან 14 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა საერთო ჯამი 197,872 ლარია. უკონკურენტოდ მან 9 ტენდერი და 135,292 ლარი აიღო, ხოლო სხვების დისკვალიფიკაციით 3 ტენდერი და 21 834 ლარი. დაბალი ფასებით კომპანიამ 2 ტენდერის მოგება შეძლო და ჯამში 40 746 ლარი მიიღო.

“გაგალე“ ჭიათურის საკრებულოს წევრებთან ერთად 

შპს „აპრილი 2015“ (ს/კ 415593361) მონაწილეობდა 22 ტენდერში. გამარჯვებით დასრულდა 9 და საერთო ჯამში სახელმწიფომ კომპანიას 261,518 ლარი გადაუხადა. აღნიშნული ტენდერებიდან 6 კონკურენტის გარეშე მოიგო და 55,159 ლარი მიიღო. დანარჩენი 3 ტენდერის მოგება დაბალი ფასების მეშვეობით მოახერხა და ჯამში 206 359 ლარი დააგროვა.

2019 წლის 28 თებერვალს გაგა ბრეგვაძემ ახალი სუბიექტის რეგისტრაციაზე შეიტანა განცხადება საჯარო რეესტრში და 1 მარტს დარეგისტრირდა შპს „გაგალე ტრანსსერვისი“ (ს/კ 415598749 ). კომპანიას ჯერ არცერთ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა.

შპს „გოლდ ენდ ბრო“ (ს/კ 415590097) სულ 146 ტენდერის მონაწილე გახლავთ, რომელთაგან 72 მოგებით დასრულდა. სახელმწიფომ ამ 70 ტენდერში კომპანიას ჯერ 3,662,813 ლარი გადაუხადა, რადგან ფიქსირდება რამდენიმე მიმდინარე ტენდერი. 29 შემთხვევა უკონკურენტო იყო და 1,427,817 ლარის ღირებულების. ხოლო 24 ტენდერში გამარჯვება კონკურენტების დისკვალიფიკაციით მოახერხა და 1,395,211 ლარი მიიღო, ხოლო დანარჩენი ტენდერები-ფასის კლებითა და დაბალი ფასებით. მათი საერთო ჯამი კი 839,784 ლარს შეადგენს.

შპს „მემორიალი“ (ს/კ 415594137), ისევე როგორც „გოლდ ენდ ბრო“ ზვიად გელაშვილის სახელზეა და საკონტაქტო მეილზე კვლავ გაგა ბრეგვაძის ელექტრონული ფოსტაა, ხოლო იურიდიული მისამართი, გაგა ბრეგვაძის საცხოვრებელი სახლია. კომპანია 17 ტენდერში მონაწილეობდა, აქედან 5 მისი გამარჯვებით დასრულდა. 1 ტენდერში სხვისი დისკვალიფიკაციით მოიგო, რომლის საფასური 22,204 ლარი იყო. ხოლო დანარჩენი ოთხი ტენდერის ჯამი 52,348 შეადგენს. საერთო ჯამში კი კომპანიამ ამ ხუთი ტენდერისგან 74,553 ლარი მიიღო“, – წერია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: ფლანგვის დეტექტორიჭიათურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

15:42 05-15-2025
თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში
ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

14:26 05-15-2025
როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება
ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

07:00 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved