• რეკლამა
  • კონტაქტი
04:14, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტაქსის მძღოლები ,,იანდექსისა” და ,,ბოლტის” წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
13:50 03-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
401

ტაქსის მძღოლები საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში შეეცდებიან – მძღოლებს სარჩელი ორი კომპანიის “იანდექსის” და “ბოლტის” წინააღმდეგ შეაქვთ. საქმე ეხება ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლების მოპოვებას. აპლიკაციით დასაქმებულების ინფორმაციით, თბილისში ყველა ტაქსის უნდა შეეძლოს ავტობუსის ზოლში მოძრაობა.

მოქალაქეები  მიმართავენ თბილისის მერიას  თანაბარ პირობებში ჩააყენოს A და B კატეგორიის მძღოლები. ირკვევა, რომ ყვითელი ნიშნულის გადაკვეთის შემთხვევაში  მანქანებს უკონტაქტო პატრული აჯარიმებს.  მძღოლებმა საკუთარი მოთხოვნები კახა კალაძეს რესპუბლიკის მოედნიდან წაუყენეს.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, ლავრენტი ალანიას განცხადებით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც არაგარანტირებული სამუშაო ადგილი გააჩნიათ. დღეს სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა სასამართლომ, როგორც

შრომითი ურთიერთობა აღიაროს. ამის აღიარება ნიშნავს იმას, რომ დღეს რასაც დასაქმებულები აპროტესტებენ არ იქნება ისე, როგორც დღეს არის. შრომითი ურთიერთობების დროს შრომითი ხელშეკრულება ფორმდება, რომელიც შრომის კოდექსით რეგულირდება. სარჩელი შეგვაქვს “იანდექსის” და “ბოლტის” წინააღმდეგ. კომპანიებს და დასაქმებულებს შორის უნდა გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება”,- განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

“ამ ადამიანებს უამრავი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ” – ასეთია დედაქალაქის მერის პასუხი.

„რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ მძღოლებს ის კატეგორია გამოეყენებინათ და აეღოთ ტაქსის ის ლიცენზია, რომელიც მათთვის და ზოგადად ბიზნესისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გაგვიკეთებია. ასე, რომ აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გამართულია, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მომავალში კიდევ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ცვლილებები, სიახლეების შემოტანა, რაც ვფიქრობ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტვპირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved