• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტალიავინს ვერასოდეს დავუმტკიცებთ, რომ რუსეთისგან ფული აქვს აღებული!” – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:52 08-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,110

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

ვინმეს დადანაშაულება უაპელაციოდ… ფაქტებისა და მტკიცებულებებია გარეშე, არაა მართებული… სწორი ქმედება!
… და ამ ლოგიკით, როცა მაგალითად გოგა ხაინდრავას ვუწოდებთ რუსეთის აგენტს, ეს ის ბრალდებაა, რომელსაც ვერ დავამტკიცებთ… გარკვეული სამართლებრივი დავის შემთხვევაში, ხაინდრავა პროცესს უთუოდ მოიგებს და არა მხოლოდ კლანის ლიდერ მურუსიძის სასამართლოში!
მეორე მხრივ, ჩვენ ФСБ – ს არქივსა და დოკუმენტაციაზე მუშაობის შესაძლებლობა არ გვაქვს!.. რომ გვქონდეს, ვინ იცის….
მოკლედ, ამისგან დამოუკიდებლად, გოგა ხაინდრავა მაინც აგენტია!
მეტიც, არქივში რომც შეგვიშვან და ყველა დოკუმენტი რომც გადავქექოთ და… ვერაფერი აღმოვაჩინოთ და არაფერიც რომ არ იყოს მასზე, ის… უაპელაციოდ ვიტყვი – მაინც აგენტია!..
… და აგენტია 1989 წლის იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული, ანუ, იმ პერიოდიდან მინიმუმ, როცა “ღირსების სასამართლოს” კადრები მოხვდა იმდროინდელი სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელის (ნ.ფოფხაძის) მაგიდაზე! შეგახსენებთ, რომ “სასამართლოს” – გამსახურდია-ჭავჭავაძის დაპირისპირებას და გია ჭანტურიას ჩართვას სიტყვებით: “გაგიხვრიტავ შუბლს” , ორი კამერა იღებდა! ერთი – ხაინდრავას კამერის კადრი გავიდა საბჭოთა სუკის მიერ კონტროლირებული არხის ეთერში.
თუმცა, ვიმეორებ – კონკრეტულ ხაინდრავას ვერც კადრების მიცუნცულებას დაუმტკიცებ და ვერც КГБ-სთან თანამშრომლობას! ინტერნეტ-ეპოქაში როგორ გაათანამშრომლეს კიდევ ერთხელ და ამჯერად “დამოუკიდებელი რუსეთის” სპეცსამსახურებმა, არავინ იცის და ისტორიის ჭიუხებში ჩაიმალება!
×××
ნიშნავს თუ არა დაუმტკიცებლობა-ვერდამტკიცება იმას, რომ რუსეთის აგენტის სტატუსი არ უნდა ავატყეპოთ ბიძინას, ირაკლის, ირაკლის, ირაკლის, ირაკლის, მამუკას, ანრის, ნინოია წილოსანს თუ სხვებს?.. ცხადია, არა!..
ნებისმიერ სასამართლოზე მკვეთრი ვერდიქტის გამომტანი ისტორიაა და მას უნდა დავუტოვოთ თანამედროვე პატრიოტთა გზავნილები ხსენებულ პირთა შესახებ! სულ რომ ათასშვიდასი ტრილიონი გადაგვახდევინოს მურუსიძის სასამართლომ და სულ რომ დავისაჯოთ ცილისწამებისათვის!
… ხოლო თუ “დაძვრენა” გვინდა სამართლებრივი პასუხისმგებლიბისაგან, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ… ეს ჩვენი შეფასებაა! და შეფასების გამო კი ვერც ვერავინ დაგვსჯის!.. იმედია, ვერასოდეს!
ჰო, შეფასებაზე გამახსენდა… სიტყვები – გაუმაძღარი, ვირეშმაკა, დაუნახავი… იდიოტი და ა.შ. შეფასებითი კატეგორიიდანაა! გაუმაძღარი არ ვარო, ვინმემ რომ გვიჩივლოს, წესით, წააგებს! აგენტი არ ვარო, ამაზე თუ გვიჩივლებენ, ამ პროცესსაც წააგებს, თუ, ვიმეორებ, პირის პოლიტილური შეფასების ჩარჩოში დავტოვებთ ამ სიტყვას.
დიახ, მძიმედ ჟღერს სიტყვა აგენტი ან მოღალატე!.. და არც საჩინო ბარათაშვილმა იცოდა ზუსტად (უფრო ზუსტად, მან ზუსტად კი იცოდა, მაგრამ, სამართლებრივად არ დაუმტკიცებია), იყო თუ არა კახაბერ ყორღანაშვილი მოღალატე!
სხვათა შორის, თანამედროვე აგენტ-მოღალატეებმა მადლობა უნდა გვითხრან, რომ ხელს არ ვკრავთ და ქარაფებიფიდან არ ვაგდებთ! ანუ – არ ვკლავთ!
დიახ, მადლობა აქვთ სათქმელი!.. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად!!! ვერ! ვამტკიცებთ პრაქტიკულად ვერაფერს!
ეს სტატუსი კი არც გოგა ხაინდრავაზეა! არც საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრზე და არც ღალატზე!
ეს სტატუსი ჰაიდი ტალიავინიზეა, რომელსაც ვერასოდეს დავუმტკიცებთ, რომ რუსეთისგან ფული აქვს აღებული!..
(ეს ხომ დოკუმენტებში არ ჩანს და ლავრივი ისე მოკვდება, რომ არაფერს იტყვის)… მაგრამ, ტალიავინი იყო, არის და იქნება რუსეთის აგენტი!..
მისი ანგარიშის ის წინადადებაც, რომელშიც წერია, რომ რუსეთს ლეგიტიმური ინტერვენციის უფლება ჰქონდა, ამის დასტურია!
ხოლო ვინც მას ეთანხმებოდა და ეთანხმება, ის მოღალატეა… გორბის კვლევების მოუხედავად!
წერტილი!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved