საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა
საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა. შსს-ის ვებგვერდზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესახებ მოცემულ ინფორმაციაში, უწყების ხელმძღვანელად უკვე ლევან მაისურაძე სახელდება. სირაძე აღნიშნულ პოსტს 2019 წლის აგვისტოდან იკავებდა.