“მთავრობამ ნამახვანჰესის პროექტი უკანონოდ დაამტკიცა” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებას აქვეყნებს: დღეს, 18 ოქტომბერს, ერთდროულად რამდენიმე მედია ორგანიზაციამ მიიღო წერილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, რომელშიც უწყება განმარტავს, რომ ნამახვანჰესის პროექტის შესახებ მას კანონით გათვალისწინებული დასკვნა არ გაუცია. ...