რაჭა-ლეჩხუმში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მეხანძრე-მაშველებთან ერთად ონჭევი-წოლას კერის ქრობას შეუერთდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში ქვეყნის მასშტაბით არსებული ვითარების შესახებაც არის ...