რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – ხალხის ნაკადი არ წყდება
რუსთაველის გამზირზე ხალხის ნაკადი არ წყდება, გადაკეტილია საავტომობილო გზა. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.