მოძრაობა სირცხვილია ავრცელებს ვიდეოს და წერს:
დილის 6 საათისთვის პოლიციამ თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ, ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე 19 წლის ნიკა ჯაფარიძე დააკავა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, პოლიციამ სავარაუდოდ ნიკას რძის ბოთლი შენიშნა, რასაც აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზისგან მოწამვლის წინააღმდეგ იყენებენ.
ვიდეოში ისმის ახალგაზრდების ხმები:
სტკივა, ადამიანს, რატომ ტკენთ? რატომ აკავებთ? რა გჭირთ, ადამიანებო? რას აკეთებთ? თავი დაანებეთ, სტკივა, გთხოვთ, გთხოვთ, ხალხო, რა დააშავა? რის გამო აკავებთ? ცხოვრება არ გინდა ამის მერე? გეხვეწებით, ხელი გაუშვით. რატომ აბიჯებთ ფეხებს? ცოდოა, ადამიანები არ ხართ? ხალხო, რას აკეთებთ? ახლობელი არავინ გყავთ? ვერ გაიხარებთ, გესმით? ბოროტები ხართ! შვილები არ გყავთ? ოჯახები არ გყავთ?
კომენტარები