ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
სუსმა მაგარი დაამუღამა ეტყობა, “ქალის ჩადება” და ასე გაფუჭება იმ ხალხის, ვისთვისაც იარაღის და ნარკოტოკის ჩადება ძალიან არადამაჯერრებელი იქნება .
რამდენიმე თვის წინ მეც მწერდა ვიღაც ქალი ფეიკ ეკაუნტიდან დაახლოებით ასეთ რამეს:მაგრად მომწონხარ, შენთან სექსი მინდა, დამირეკე ვიდეო ქოლით, შენს თვალწინ გავიხდი და რასაც მეტყვი გავაკეთებო.ეგრევე მივხვდი, საიდანაც უბერავდა სიო და სპეციალურად მივწერე: თუ ასე მოგწონვარ და ჩეზე გიჟდდბი, რა ვირტუალურ სექს მთავაზობ, მოდი შემხვდი-მეთქი.რიგორც ველოდი, უარი თქვა. მარტო ვიდეოოო.ანუ რას ჩალიჩობდნენ: რომ წამოვგებულიყავი, ჩაიწერდა ის ამ ვიდეოს და მერე ან ჩემს გასაშავებლად გაავრცელებდნენ, როგორ ვუყურებ ვიღაც ქალის სტრიპტიზს და მასტურბაციას (ვიდეო ქოლის დროს ხომ მეც გამოვჩნდებოდი), უარეს შემთხვევაში, აჩივლებინებდნენ, დამაშანტაჟა და გახდა მაიძულაო. (ეს მაგარი იციან)მეთქი, შენს ძვირფას სუსსში გადაეცი, მისამართი შეეშალათ, ეგეთ რამეებზე არ ვვარდები.არ გაჩერდა, შეტევაზე გადმოვიდა, ჩემი აგდება სცადა: გეი ხომ არ ხარო. მერე ადგა და ნახე რა მაგარი ქალი ვარო და დაიწყო შიშვველი ფოტოების ჩაყრა.ერთი დარეკვა რა გახდაო, ლამის ხვეწნაზე გადავიდა.რომ არაფერმა გაჭრა, შემეშვა. გავიდა რამდენიმე კვირა და ისევ დაიწყო მოწერა, ისევ იგივე ტექსტებით. ისე იხვეწებოდა დარეკე ვიდეო ზარითო, ეტყობა მაგრად შეჯორეს სუსში პირველ ჯერზე რომ ვერ შემაბა.ბუნებრივია, არც მეორე ჯერზე დამირეკავს.
ჰოდა, სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, ვინმეზე რამე თუ გავრცელდა, დიდი შანსია სუსის გაჩალიჩებული იყოს.
კომენტარები