• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუსის საგანგებო ბრიფინგი და გლდანის ციხის დირექტორის ყოფილი მოადგილის დაკავება

ალია ავტორი - ალია
17:30 10-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,883

სუსის მტკიცებით, მათ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.

„საზოგადოებას დეტალურად გვინდა გავაცნოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები პენიტენციურ დეპარტამენტში გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რასაც, თავის მხრივ, უკავშირდება გ.ქ.-ს დაკავება, ასევე, საგამოძიებო მიმართულებით.

გ.ქ.-მ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გ.ქ.-მ ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნული ინციდენტის შემდგომ, როგორც დაგეგმილი იყო, ეს ამბავი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა ისე, თითქოს პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს, რაც თავის მხრივ პირველ რიგში, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებში შედიოდა და წარმოადგენდა გ.ქ.-სთან ერთად დაგეგმილი ინსცენირების პირველად მიზანს.

საბოლოო მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის დაზარალებულის წინააღმდეგ, ასევე, იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში.

აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეთანხმების საფუძველი, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ყოფილიყო კორუფციული გარიგება, რის გამოც საქმე იუსტიციის სამინისტროდან გამოსაძიებლად სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს გადმოგვეცა.

გამოძიების მიერ მოპოვებულმა მასალებმა კიდევ უფრო გაამყარა ზემოთ ხსენებული ინფორმაცია, ვინაიდან არსებული მტკიცებულებებით დასტურდება რომ:

გ.ქ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. კერძოდ, მისი ბრძანებით, 2025 წლის ივნისში, მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მდებარე იმ საკანში, სადაც იმყოფებოდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი, ყოველგვარი აღრიცხვის (ე.წ. გატარების) გარეშე შეასახლეს სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი ორი პატიმარი ნ.ჯ. და ი.გ., რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად აღნიშნულ საკანში დაჰყვეს 10 დღე. გ.ქ.-ს ბრძანებით მოხდა საკნის შესასვლელი კარის სამეთვალყურეო კამერების გათიშვა, რათა არ დაფიქსირებულიყო ხსენებული პირების ბაჩიაშვილის საკანში შესვლა და გამოსვლა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ბაჩიაშვილის საკანი დატოვეს, გ.ქ.-ს დავალებით მთლიანად წაიშალა საკანში ზემოთ აღნიშნული ორი პატიმრისა და გიორგი ბაჩიაშვილის ერთად ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა.

ძალიან საყურადღებო და ნიშანდობლივია ერთი გარემოება, ამ დრომდე, არც გ.ქ.-ს და არც გიორგი ბაჩიაშვილს, როგორც გამოძიებაში, ასევე საჯარო სივრცეში, არსად დაუფიქსირებიათ ჩვენ მიერ ზემოთ ხსენებული ორი პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად საკანში ყოფნის ფაქტი. მათ ეს დაუმალეს, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ასევე საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი და მისი გარემოცვა საზოგადოებასთან კომუნიცირებდა დეტალების დონეზე. აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ მრავალტომიან სისხლის სამართლის საქმეში გუშინდელ დღემდე, არცერთ მოწმეს არ უხსენებია ზემოთ აღნიშნული ორი პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან ათდღიანი შესახლების შესახებ.

გარდა ამისა, 2025 წლის 11 ივლისს, გ.ქ.-ს ბრძანებით, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შეასახლეს, ასევე სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი პატიმარი კ.მ. რის შემდეგაც საზოგადოებას პატიმარ ბაჩიაშვილის მხარემ აცნობა, რომ თითქოს ბაჩიაშვილი საკანში სხვა პატიმარმა სცემა, თუმცა გამოძიებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ რეალურ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გ.ქ.-ს ბრძანებით ბაჩიაშვილის საკნის სამეთვალყურეო კამერები გათიშეს, რათა არ მომხდარიყო ვიდეოჩანაწერის გაკეთება, შესაბამისად, არ გამჟღავნებულიყო რა მოხდა რეალურად გიორგი ბაჩიაშვილის საკანში. აღნიშნული, თავის მხრივ, ადასტურებს ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტს.

ჩადენილი ქმედების გამო გ.ქ. დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ქმედების შესახებ კვალიფიკაციის დაზუსტების, საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა დეტალებისა და დანაშაულში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად“, – აცხადებს სუსი, სპეციალურ ბრიფინგზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved