• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუსი-ს უფროსის მოადგილე – “ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლს ვამკაცრებთ”

ალია ავტორი - ალია
15:19 07-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
352

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, სუსის უფროსის მოდგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილებები, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იყვნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, გაუკეთდეთ მათ ტესტები. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება ამ მუნიციპალიტეტში და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს, პრევენციას, რაღა პროცესი უფრო არ გართულდეს. ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღიათ, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე არ არის ამის საჭიროება და როგორც კი ამის საჭიროება დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული”

ასე რომ, დავით გარეჯთან, საოკუპაციო ხაზთან საუბრისას, კრიმინალზე საუბრისას აწი რომ იკითხავთ, სად არის და რითია დაკავებული სუსი – აგერ, ბატონო, ბაზარში და ბაზრობებში მოძებნეთ.

აქამდე გვეგონა, რეგულაციებს ეპიდემიოლოგები ადგენდნენ, მათ შორის ბაზრობებზე ზომების გამკაცრების რეგულაციებს და შსს ხელმძღვანელობდა აღსრულებას, მაგრამ, სუსში ცოტა საქმეა, როგორც ჩანს.

სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი იქნება, თუ გამიზნულად დაარღვევს ვინმე რეგულაციას და სახელმწიფოს შეუქმნის საფრთხეს, ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეა, მაგალითად, როგორ მოხდა, რომ კოვიდით დაავადებული ოჯახის წევრებს ყოველ მესამე დღეს არ ამოწმებდნენ კოვიდზე და ისე უშვებდნენ ხალხში? როგორ გაეპარათ ექიმებს ასეთი შეცდომა?

თერმოსკრინინგი და სიცხის გაზომვა, ნამდვილად არ არის სუსის საქმე, ამისთვის გვყავს ექიმები, თუ არ გვყავს, ბატონო ალექსანდრე?

არ გვყავს შსს-ში ერთი კარგი ოფიცერი, რომელიც ბაზრობებზე თერმოსკრინინგის საკითხს გაუძღვება?

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved