• რეკლამა
  • კონტაქტი
05:58, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაიაფდა – საქსტატი

ალია ავტორი - ალია
12:20 06-02-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
335

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9%-ით განისაზღვრა.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება მაისში აპრილის თვესთან შედარებით ასეთია:

✅ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – -1.7%

✅ ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 1.6%

✅ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -0.4%

✅ საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – -0.1%

✅ ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 1%

✅ ჯანმრთელობის დაცვა – 0.6%

✅ ტრანსპორტი – 0.0%

✅ კავშირგაბმულობა – -0.5%

✅ დასვენება, გართობა და კულტურა – -1.3%

✅ განათლება – 0.0%

✅ სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 0.7%

✅ სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 6.2%

საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

? სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7%, რაც თვის ინფლაციაზე -0.62%-ული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.0%), პური და პურპროდუქტები (-2.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4%), ზეთი და ცხიმი (-1.0%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.0%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5%), თევზეული (1.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%);

? ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6%-ით, რაც 0.12%-ული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2.3%), ისე თამბაქოს ნაწარმის (0.9%) ქვეჯგუფებზე;

? სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2%-იანი მატება, რაც 0.34% პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საფინანსო მომსახურების ქვეჯგუფზე (21.6%).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved