• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სუპის ხვრეპაზე ვინც თანახმაა, კი ბატონო, ხვრიპოს. ოღონდ ისიც იცოდეს, რომ ამასობაში სომხები მწვადს შეჭამენ” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
22:36 05-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,477

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,რაც თავი მახსოვს, ქართველები სომხებს ეჯიბრებიან და სომხები ქართველებს. ურბანულ (და არაურბანულ) ლეგენდებს თავი რომ დავანებოთ, საბჭოთა კავშირის დროს, თბილისის დინამოს და ერევნის არარატის საფეხბურთო მატჩები ჩვენთვის ლამის მთავარი ეროვნული მოვლენა იყო. ბოლოს 1988 წელს მოუგო არარატმა დინამოს (3:1 ერევანში და 2:1 თბილისში) და გველის ნაკბენივით ახსოვს დღემდე ყველას, ვინც თავის დროზე უყურა.

ახლა კი ისეთ სფეროში “დაგვიაბგონეს” სომხებმა, არასდროს რომ არ მოგვახლოვებიან, ჩვენი ზურგიც კი რომ არ დაუნახავთ ჩვენს უკან მორბენალთ:

პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები! ბევრად, ვიდრე ჩვენ, ქართველები – არა მხოლოდ კავკასიის, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ყოფილი ჩემპიონები ამ სფეროში. ყოფილი ჩემპიონები და დღევანდელი ბოლოადგილოსნები.

ახლა უკვე ისიც იკვეთება, რომ საქართველომ შეიძლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს, თან იმ ფონზე, როცა სომხეთი მალე ამ უფლებას მიიღებს, რაზეც ცოტა ხნის წინ ჩვენი მეზობლები ვერც კი იოცნებებდნენ.

ერევნის ქუჩებში დღეს მაკრონი დარბის, თბილისის ქუჩებში კი ქოცების მიერ გაღარიბებული ქართველები. ქანცგაწყვეტილები დარბიან ერთი მაღაზიიდან მეორეში, იქნებ კვერცხი 5 თეთრით იაფად მაინც იშოვნონ, ან ნახევარი კილოგრამი ხორცი – 10 ლარად. და ვერ შოულობენ.

ვერ შოულობენ, მაგრამ მათ ნაწილს მთავრობა, რომელიც კვერცხის ფასსაც ვერ უგვარებს, ომის შემაკავებელი გონია და იმით იმშვიდებენ თავს, რომ ბომბები არ ცვივა. ოღონდ, კაცმა არ იცის, რა ბომბებზეა ლაპარაკი, რა ომზე, რა საშიშროებაზე, გარდა იმ ბოროტი ზღაპრებისა, რასაც დასანქცირებული პროპაგანდისტები უყვებიან იმედზე თუ რ2ზე. ვითომ, დღეს, ამ არხებზე, იგივე ვითომპრემიერი, “ცალ ფეხზე მდგომი” თვალებში არ შესციცინებდა იმავე ზელენსკის, რომელსაც მანამდე ომის გამღვივებლად, კლოუნად და კოკაინშიკად აცხადებდა ამავე პროპაგანდისტულ არხებზე.

აი, ასე გამოათაყვანა ქოცპროპაგანდამ ქართველების ნაწილი და შეაგუა შიშში, სიღარიბეში და დამცირებაში ცხოვრებას. შეაგუა და თან იმათი ზიზღი ასწავლა, ვინც ასე არ ცხოვრობს, სისულელეებს არ იჯერებს, თავს არ იმკვდარუნებს და სამშობლოს ინტერესებისთვის ბოლომდე იბრძვის.

ერთდროულად ტრაგიკულ და სამარცხვინო დღეში ვართ, მოკლედ რომ ვთქვათ. მაგრამ გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს. და ეს გამოსავალი ჩვენშია!

სუპის ხვრეპაზე ვინც თანახმაა, კი ბატონო, ხვრიპოს. ოღონდ ისიც იცოდეს, რომ ამასობაში სომხები მწვადს შეჭამენ (იცოცხლე, კაი მწვადის კეთება კი იციან).

და ვინც სამშობლოს ინტერესების დამთმობნი არა ვართ, იმიტომ, რომ არც მშობლებს გავუზრდივართ ასე და ვერც ქოცებმა დაგვაჩაჩანაკეს, ვისაც ბრძოლის არც გვეშინია და არც გვეზარება, შევიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე!

შევიკრიბებით ბევრნი! შევიკრიბებით, რომ შევცვალოთ! და ვიდგებით ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved