ლონდონში, 40 წლის დენი შარმმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა. დიჯეი ძალიან წუხდა ამ ფაქტის გამო, თუმცა ცდილობდა, რომ გამბედაობა არ დაეკარგა. მალე მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ინფექციამ გართულება დაიწყო.
„ჩემი ცხოვრება საშინელია, არ მჯერა, რომ კორონავირუსი დამიდგინდა“.
„დღე 3: ინტენსიური თერაპიის განყოფილება… საქმე გართულდა, კორონავირუსმა უკვე ფილტვებზე იმოქმედა. სხეულის აღსადგენად საჭირო იყო 7-დღიანი ხელოვნური კომა, თუმცა დაავადების სირთულიდან გამომდინარე ეს ვარიანტი არ გამოდგა. დარჩა მხოლოდ ერთადერთი ვარიანტი – ბრძოლა და ეს საშინელებაა“.
„ფანჯრის მიღმა შესანიშნავი ხედია, მაგრამ სამწუხაროა, რომ მე არ შემიძლია მივიღო ჩემი წილი მზე. უკვე სუნთქვა მიჭირს, მაგრამ ისევ ვიბრძვი“ – ეს იყო დიჯეის ბოლო ჩანაწერი, რომელსაც Mirror აქვეყნებს. მამაკაცი მალე დაიღუპა, მან კორონავირუსი ვერ დაამარცხა.
კომენტარები