კორონავირუსს 15 წლის გოგონა ემსხვერპლა. ის საქართველოში ვირუსით გარდაცვლილთა შორის ასაკით ყველაზე პატარა იყო. გოგონა რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი სკოლა “ქორალის” მოსწავლე ქეთი კობერიძეა. AMBEBI.GE მოზარდის ახლობელს ესაუბრა:
“ქეთის აგვისტოში 38 წლის ბიძა გარდაეცვალა. სექტემბერში ორმოცი ჰქონდათ და სწორედ იქ დაინფიცირდნენ გოგონა, მისი მშობლები და ბებია-ბაბუა.. მშობლები და ბებია კარგად არიან, ბაბუაც გარდაიცვალა. ქეთი ძალიან მალე დამძიმდა. ბოლო ორი კვირა აპარატზე იყო შეერთებული, მის მკურნალობას პირადად ლევან რატიანი ხელმძღვანელობდა, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი კლასელები შოკში არიან, ძალიან უჭირთ ბავშვებს გააზრება, რაც მოხდა. ხვალ არის გასვენება… ულამაზესი ბავშვი იყო, სულ უციმციმებდა თვალები, ოცნებობდა, რომ ცნობილი ადამიანი გამოვიდოდა და მთელი ქვეყანა გაიცნობდა… ქეთის ახლა მთელი საქართველო გლოვობს” – გვიყვება ოჯახის ახლობელი.
სოციალურ ქსელში მას მეგობრები და მასწავლებლები ემშვიდობებიან და ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ:
ანი პაპიაშვილი: “მთელი ბავშვობა მამწარებდა, ჯერ ყველაფერში მბაძავდა (დანახვის ხატს ვეძახდი), მერე სულ ჩემი ნივთები უნდოდა და მეც გიჟივით ვეჩხუბებოდი ხოლმე. ალბათ 7-8 წლის ვიქნებოდი,რომ ჩვენს, ძველ, სახლში ცეკვის სტუდია გავხსენი, სადაც ქეთა ჩემს მოსწავლედ წარმომედგინა და დაუსრულებლად ვაცეკვებდი, თან ბებიაჩვენის სარაფნებს ვიცმევდით და კონცერტებს ვდგამდით, ჩვენი სანზონის სახლიდან მუდამ ჟრიამულის, სიცილის და ბენდიერების ხმა გამოდიოდა.
დღეს ჩემს დას ვაცილებ და ვგრძნობ მთელი ჩემი გული მიჰყვება, მტკივა, რომ ასე შორს ვარ და აქედან გემშვიდობები.შენს გზას მე გავაგრძელებ ჩემო პაწაწინა დაიკო, გპირდები იმ ყველა სურვილს რაც გქონდა შევასრულებ… ექიმობა რომ გინდოდა გპირდები, რომ იქნები, რადგან ახლა უკვე შენ ჩემში ხარ! მშვიდად განისვენე ქეთო, ჩემო პატარა დაიკო ! არასდროს დამივიწყო, უსასრულოდ მიყვარხარ!
ხათო ბადირეიშვილი:“გული საშინლაად მრტკივა, ურთულესია მოსწავლის გარდაცვალების გააზრება. ვზივარ და ვფიქრობ, რამდენი თბილი და ტკბილი დრო გაგვიტარებია ერთად, გული მეწვის. ამ ფოტოებისა შეტყობინებების ნახვაა, რომელიც უკვე მოგონებაა, ტკბილი მოგონება ცრემლიანი და ტკივილიანი მოგონება. ქეთა, ჩემო ლამაზო, თბილო, თვალებციმციმა, ყოველთვის ხალისიანო, ძალიან დამწყვიტე გული. შენი ხმა ყურში ჩამესმის.
მასწიკო” – რამდენჯერმე მოგიმართავს ეგრე და ეხლა შენს “მასწიკოს” ძალიან უჭირს ამ ყველაფრის გააზრება.შენს კლასელებს, მეგობრებს და მასწავლებლებს – ვუსამძიმრებ მათ, ყველას ძალიან უჭირს დღეს შენს გამო.
ანა კინწურაშვილი:”ზუსტად ერთი წლის წინ, რამდენად ბედნიერები ვყოფილვართ ერთად. ასე მითხრა, მასწიკო, სულ მინდოდა მასწავლებლები ფერიები ყოფილიყვნენ და ესეც ამისრულდაო… უამრავი ოცნება, სურვილი დარჩა..ჩემო ქეთი, ჩემო ფერია გოგო, ჩვენო ანგელოზო. კორონა! დიახ კორონა! ბაბუა და შვილიშვილი ერთდროულად… დაიცავით ეს ოხერი წესები, დაიცავით”
მარიამ ვარდოსანიძე: ვუყურებ და გული მტკივა, ვფიქრობ, როგორ შეიძლება ყველაფერი ერთ წამში შეიცვალოს და როგორი მნიშვნელოვანია საკუთარი შეცდომების გააზრება. ვუყურებ ფოტოებს,მესიჯებს და ვფიქრობ რატომ? რატომ ქეთი? ადამიანი, რომელიც მართლა ჭიანაჭველასაც არ ატკენდა, ადამიანი რომელიც ფიქრობდა ყველაზე და ბოლოს საკუთარ თავზე, ვფიქრობ, რა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც პირბადეს არ იკეთებენ (სახლში დარჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია). კორონა სამწუხაროდ ადამიანებს არ არჩევს,
არც გვეკითხება გვაქვს თუ არა რამე ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი გასაკეთებელი რომ ჯერ აქედან წასვლა არ გვინდა, არ ვიცი კლასში რომ შევალ იქაურობას როგორ შევეგუები, არ ვიცი საერთოდ რეალობას როგორ შევეგუები. მაგრამ სამწუხაროდ, სიმართლე მწარეა”.
კომენტარები