• რეკლამა
  • კონტაქტი
18:52, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი: ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს

ალია ავტორი - ალია
14:30 07-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ეკონომიკური, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„დავასრულე მოლაპარაკებები საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. ძალიან კარგი მოლაპარაკებები იყო, განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა ტურიზმის და ვაჭრობის სფეროებში.

ჩვენი ურთიერთობები წარმატებულია. შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას, რათა გამოვნახოთ თანამშრომლობის განვითარების გზები. მე ვიცე-პრემიერი ინდოეთში მოვიწვიე და ვთხოვე, რომ ბიზნეს დელეგაციით ეწვიოს ქვეყანას.

აუცილებელია ინდოელმა ხალხმა მეტი გაიგოს საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს მაღალი რეიტინგების და ბიზნეს კეთების სიმარტივის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი, რომელიც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას და საქართველოს და ინდოეთის შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა”-განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებით, ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს, ენეგეტიკისა და მეტალურგიის სფეროში, დიდია ინდოელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში, რაც 50 000 მეტ ტურისტს შეადგენს, ასევე 8 000 ინდოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში. მისი თქმით, ორ ქვეყანას ყველა სფეროში შეუძლია თანამშრომლობის განვითარება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved