• რეკლამა
  • კონტაქტი
19:29, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტუდენტების განცხადება

ალია ავტორი - ალია
21:53 10-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:

მოგესალმებით დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას, თაობას, რომლისთვისაც უცხოა ვინმეს დიქტატის ქვეშ ცხოვრება და რომლის დაუმორჩილებლობისთვის ბრძოლის წარმატება გამორიცხულია. გამორიცხულია, იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში ეს თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ფიზიკური თავგანწირვით და გულწრფელი ბრძოლით დავამტკიცეთ, დავუმტკიცეთ მოყვარესაც და მტერსაც და ვაჩვენეთ მსოფლიოს ჩვენი თავისუფლების მოყვარეობის განსაკუთრებული ხასიათი. როცა ეს ბრძოლა დავიწყეთ, ალბათ რთულად წარმოვიდგენდით რომელიმე ჩვენგანი, რომ იმის გავლა მოგვიწევდა, რაც ბოლო ხანებში რეჟიმისგან საკუთარ თავზე ვიწვნიეთ: მუდმივი ძალადობა, უსამართლობა და უკანონობა, ციხის საკნებში გამოკეტვა, ჩაგვრა, მტრებად და აგენტებად გამოცხადება, ცემა და დასახიჩრება ტერორი და მუქარა, თუმცა ვერაფერმა გაგვტეხა, ბოროტმა დიქტატორმა ვერ მოიფიქრა გზა, რომლითაც ჩვენ სამართლიან გზას შეაჩერებდა, ჩვენს გულწრფელ ხმას ჩაახშობდა. ამ დრომდე ციხეში ტყვეებად არიან აყვანილები ჩვენი თანამებრძოლები, სინდისის პატიმრები, რომლებმაც საკუთარი გაუტეხლობით და სამშობლოსადმი გამორჩეული სიყვარულით გვიჩვენეს მაგალითი, რომელმაც შეუძლებელი გახადა ჩვენთვის ხელების ჩამოშვება, დანებებაზე გაფიქრებაც კი. რეჟიმმა ჩათვალა, რომ ყველაფერს იკადრებდა, კანონს ყოველ ჯერზე სურვილისამებრ გადახედავდა, ნებისმიერს დაჩაგრავდა, დახურავდა სასამართლო დარბაზებს, რომ ვეღარავის ენახა ის უსამართლობა და განუკითხაობა, რაც იმ კედლებში ხდება, მოგვიწყობდა ფინანსურ ტერორს, ადამიანებს სასოწარკვეთამდე მიიყვანდა. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს ბრაზი, ეს უსამართლობის განცდა და სიმწარე სადღაც გროვდება, ზვირთდება და ერთ დღეს აუცილებლად იფეთქებს. სწორედ ეს საათები ახლოვდება. ქვეყნის ცხოვრებაში არსებობს მომენტი, როცა გარდატეხის წინაშე დგები და ასეთი მომენტი არის ახლა: ან საკუთარი დუმილით ხელს აწერ მონობას, ან დგები მყარად და ამბობს მკაფიოდ, “არ შევეგუები, არ დავნებდები!”. არ არსებობს ძალა, რომელიც მტკიცე ჟინით გაერთიანებულ ფეხზე დამდგარ ქართველ ერს დაამარცხებს, არ არსებობს ძალა, რომელიც მოერევა თავისუფლების სურვილს.

როცა ერთი წლის წინ ფიცი დავდეთ გმირთა მემორიალთან, რომ ბოლომდე დავიცავდით ჩვენს სამშობლოს და მისი ხალხის თავისუფლებას, წამითაც არ გვიფიქრია, რომ განზე გავდგებოდით გადამწყვეტ მომენტში. ხვალ სწორედ ასეთი დღეა, დღე, როცა საბოლოოდ უნდა ვთქვათ ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა. მაგრამ, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ამ თაობის, პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე მის თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. საქართველოს ეკუთვნის ხალხს, სწორედ ამიტომ გელოდებით ქვეყნის მთავარ გამზირზე, იქ, სადაც არაერთხელ გადაწყდა ჩვენი ქვეყნის ბედი, იქ, სადაც იწერება ქვეყნის ისტორია და მომავალი. ყველაფერი ჩვენს ხელშია! არ არსებობს ბოროტება, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია, არ არსებობს ბოროტება, რომელიც დაამარცხებს სიკეთეს, სინათლეს და გულწრფელობას და სანამ ქუჩაში გამოსულ ჩვენს ასი ათასობით მოქალაქებს შევუერთდებით, ქართველი ახალგაზრდები შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც  დიდი რევოლუციური მარშით დავიძვრებით და დავანახებთ ჩვენს ძალას იქ შეკრებილ ადამიანებს. ირწმუნეთ საკუთარი თავის! ირწმუნეთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის! არ დარჩეთ სახლში და დაწერეთ გამარჯვების ისტორია! ძალა ერთობაშია! საქართველო ემზადება გამარჯვებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია იგორ ნარმანია, ასევე, დაშავებულია არასრულწლოვანი ანდრია ხამაშურიძეც. ახალგაზრდების განცხადებით, პოლიციას ნივთმიტკიცება, რკინა, რომელიც იგორ ნარმანიას თავში ჩაარტყეს, ადგილიდან არც კი ამოუღია.

“ჩმორებო, ქოცს სად აქვს მაგის შნო, რომ ერთი-ერთზე მოვიდეს მუშტით კაცთან” – იგორ ნარმანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved