• რეკლამა
  • კონტაქტი
16:32, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტუ შეიქმნა როგორც თსუ-ს შვილი, ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
18:16 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება არ გადაიხედება. დღეს “ოცნების” პრემიერმა თქვა, რომ  ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება თსუ-ს უს ტექნიკური მიმართულება, როგორც ეს ივანე ჯავახიშვილმა ჩაიფიქრა.

ტექნიკური უნივერსიტეტი თავის დროზე შეიქმნა როგორც თსუ-ს შვილი, ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს, როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს – განაცხადა კობახიძემ.

„43% არის ტექნიკური მიმართულება, ხოლო 57% არის სამართალი, ეკონომიკა, აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომელიც თავის დროზე ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეს არის მარტივი სტატისტიკა. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს. თავის დროზე ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორის პოზიციაზე და მის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, რომ თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც თავის დროზე შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს არ უთქვამს, რა იქნება შემდეგი საფეხური და რომელ საუკუნეში დავბრუნდებით, მომდევნო “რეფორმისას”, მაგალითად, შეიძლება, თუ არა, რომ თსუ–ც გაუქმდეს და მხოლოდ გიმნაზია არსებობდეს, ან 4 წლიანი საჯარო სკოლა (?!)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved