• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სწორი აღმოჩნდა რასაც ვამბობდი“ – რას წერს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:38 03-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,619

პარალმენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„სწორი აღმოჩნდა რასაც ვამბობდი. გუშინ ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა თებერვლის თვეში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სტატისტიკა. აღმოჩნდა, რომ ეროვნულმა ბანკმა იყიდა 77,5 მილიონი დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი კი არ უფასურდებოდა, არამედ მყარდებოდა და ეროვნული ბანკი არ აძლევდა ამის საშუალებას. დიდი ალბათობით ასე ხდება მარტის თვეშიც, რომლის შესახებაც ინფორმაციას მხოლოდ 25 აპრილს შევიტყობთ.
იხარბა ეროვნულმა ბანკმა( რაც არაერთხელ მომხდარა), რეზერვების დაგროვებით გაერთო და ზედმეტი მოუვიდა, გამყარების გზაზე მდგარი ლარი გაუფასურების გზაზე დააყენა.
როდესაც ინფორმაციას მალავ, არასწორ სიგნალებს აწვდი ბაზარს. ეს აბნევს ბიზნესს, საზოგადოებას, ექსპერტებსა და სპეციალუსტებს, რომლებიც რაღაც გლობალურ ზღაპრებს ყვებიან ლარის “გაუფასურების” მიზეზებზე. ამავე დროს ეს ინფორმაცია შეიძლება გახდეს კორუფციის წყაროც. როცა ვიწრო წრე ექსკლუზიურად ფლობს რაღაც ინფორმაციას ( ამ შემთცვევაში ეროვნული ბანკის რამდენიმე ჩინოვნიკი და ნაწილობრივ, თხუთმეტამდე ბანკი), ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს გამოყენებული არაკეთილსინდისიერად.
უკვე მერამდენე წელია ვუსვამ ეროვნულ ბანკს კითხვას-როცა სავალუტო აუქციონზე ყიდი ან ყიდულობ უცხოურ ვალუტას, ამის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს ხდება ცნობილი, ხოლო როცა იმავეს აკეთებ აუქციონის გარეშე, ე. წ. Bmatch პლატფორმაზე, ინფორმაციას ვიგებთ მხოლოდ მომდევნო თვის ბოლოს, თანაც დაჯამებულს და არა ცალკეული დღეების მიხედვით. რატომ? რომელი მაკრო თუ მიკროეკონომიკური ლოგიკაა ამაში ჩადებული? ლოგიკა ერთია-ვინც ფლობს ექსკლუზიურ ინფორმაციას, ის ფლობს გავლენას და ფულს.
რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ეს ეროვნულ ბანკს მოჰკითხეთ. აპრილის ბოლოს მიხვდებით, რომ კვლავ ყიდულობდა დოლარებს.
და ბოლოს, რეზერვების დაგროვება თუ ლარის გამყარება-ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ეს დავა მაშინ შეიძლება, როცა რაღაცა ვიცით. როცა არ ვიცით, ესე იგი ეს ვიღაცას რაღაცისთვის სჭირდება.“
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved