• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სწორედ ეს არის მსოფლიო პანიკის საფუძველი”

ალია ავტორი - ალია
21:35 10-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

,,პლანეტის ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი ავად არის ვირუსით. 48 საათი გავიდა და პლანეტის წამყვანი ექიმების გუნდს არ შეუძლია გადაჭრით განაცხადოს რა პროგნოზი ექნება დაავადების განვითარებას. რა ლოგიკური დასკვნა შეუძლება გამოიტანოს ამ ფაქტიდან მოაზროვნე ადამიანმა?
ფრიად მარტივი. 9 თვე გავიდა და მსოფლიოს სამედიცინო ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გამოთვალა ვირუსის მოქმედების ლოგიკა.
ანუ, ვირუსი კვლავ შეუცნობელია და შეუცნობელმა კი იცის შიში. სწორედ ეს არის მსოფლიო პანიკის საფუძველი და არა ნაირნაირი შეთქმულების თეორიები.
მახსენდება ჩემი მეგობარისა და კოლეგის,ბრწყინვალე პროფესიონალის, ნანა გეგეჭკორის მონათხრობი. მისი პროგრამის დირექტორი, მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტთა მოვლა-მკურნალობა არ დაკლებია.
ამავე დროს, დავირუსებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უმტკივნეულოდ გადააქვს ეს ავადმყოფობა.
ძალიან ბევრი რამ ასწავლა და კიდევ ბევრს ასწავლის კორონა მსოფლიოს. უპირველეს ყოვლისა ალბათ თავმდაბლობას სამყაროს წინაშე.
საოცრად გონებაშეზღუდული რომ არის ადამიანთა პლანეტა, საოცარ გონებაგახსნილობასთან ერთად, ესეც ძალიან საცნაური გახდა.
ჩემმა ფავორიტმა მენტორმა, პროფესორმა ფოქსმა მითხრა ერთელ: – სანამ საოპერაციოში შეხვალ, თავმოყვარეობა შეიხსენი, კართან ჩამოკიდე და საოპერაციოში პირველყოფილი თავმდაბლობით შედი, რადგან შესაძლოა მაინცდამაინც იმ დღეს მოუნდეს განგებას შენთან გახუმრებაო-.
მართლაც არავინ იცის როდის არის ბედისწერა ხუმრობის ხასიათზე და ამიტომ …”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

13:42 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved