• რეკლამა
  • კონტაქტი
08:38, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო

ალია ავტორი - ალია
16:58 03-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
543

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსეთი აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„სასამართლომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. რუსეთმა დაარღვია მესამე მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დაუშვებლობა), მეხუთე მუხლის პირველი ნაწილი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) და მეექვსე მუხლის მესამე ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). საქართველოს მხრიდან სასამართლომ დარღვევა ვერ დააფიქსირა.

საქმე ეხება 2011-2003 წლების პერიოდს. ლევან მამასახლისი და გრიგოლ ნანავა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ორგანოებმა დააკავეს. დარღვევების გამო რუსეთში მათთვის 35-35 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და კიდე 23,3 ათასი ევრო ზარალის ასანაზღაურებლად.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს მაშინაც ჰქონდა და ახლაც აქვს შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა აფხაზეთზე და იქ მიმდინარე პროცესებზე, შესაბამისად მისგან პასუხისმგებლობის მოთხოვნა არის კანონიერი.

სასამართლომ მამასახლისის და ნანავას დაკავება უკანონოდ ცნო. ორივე დაკავებულს არ გაუწიეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება, არ ჩატარებულა სამართლიანი გამოძიება და სასამართლო. ასევე მათ ადვოკატიც არ ჰყავდათ.

რაც შეეხება საქართველოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რომ მამასახლისის და ნანავას უფლებები უზრუნველყოფილი ყოფილიყო, მაგრამ სოხუმის დე ფაქტო რეჟიმისა და მოსკოვის ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობაზე უარი მიიღეს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved