• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს 130 მლნ ევრომდე კომპენსაცია დააკისრა

ალია ავტორი - ალია
15:02 04-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
276

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) რუსეთისთვის კომპენსაციის დაწესების საკითხი განიხილა და დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და მას კომპენსაციის სახით ჯამში 129 827 500 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

„საქმე ეხებოდა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევის თაობაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სასამართლომ მისაღებად ცნო მოცემულ საქმეში ოკუპირებულ ცხინვალის ქართულ სოფლებსა და „ბუფერულ ზონაში” მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი, რომელიც სამართლიან დაკმაყოფილებას გულისხმობს.

დანაშაულები სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების გაძარცვას და გადაწვას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას და დევნილთათვის საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2021 წელს რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე (სიცოცხლის უფელბა, წამების აკრძალვა, საკუთრების უფლება, პირადი ცხოვრება, გადაადგილების უფლება) და ასევე, პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved