• რეკლამა
  • კონტაქტი
16:40, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სთხოვე პატრიარქს გიშუამდგომლოს შეწყალებაზე და კურთხევა მოგცეს მორჩილად გაგამწესოს რომელიმე მონასტერში“ – ბონდო ქურდაძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
12:26 11-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

„პოლიტიკური ფიასკო არ არის დასასრული, მთავარი სულის გადარჩენაა, რაც მხოლოდ სინანულითაა შესაძლებელი“ – ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე მიხეილ სააკაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და მონანიებისკენ მოუწოდებს.

მონასტერში მიშა(!)… ———————— მიშა, ახლა, ამ ღამით, პარიზის გარეუბანში, ამ პატარა მონასტერთან ვარ და შენზე ვფიქრობ, მეორე სურათზე, სანამ პრეზიდენტი გახდებოდი, ჩემს კაბინეტში, გაზეთ “შანსის“ რედაქციაში, პრესის თავისუფლების სადღეგრძელის ვსვავთ…. არ ვიცი, რატომღაც მგონია, რომ შენი სიკვდილი, შენს თანაგუნდელებს უფრო სჭირდებათ… ამ ფიქრებში, ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დროც მახსენდება… საქართველოდან გამოქცეულები…. მდინარე ტისა… უკრაინა-უნგრეთის საზღვარი… გასაბერი ნავი… აბობოქრებული მდინარე… 3 წლის ბარბარე… 14 წლის მარი… 17 წლის ნიკა… მე და ჩემი მეუღლე ეკა, ჩვენი ოჯახი… მდინარემ გაგვიტაცა, ნავს უკნიდან ჩამოკიდებული მე და ნიკა, უკუნით ღამეში მეორე ნაპირისკენ ვექაჩებით, არაფერი გამოგვდის, მდინარე რეზინის ნავს წაღმა უკუღმა ატრიალებს… ღმერთო, არ შემასწრო ჩემი ოჯახის დაღუპვას, არაადამიანური ხმით ვევედრები მამაზეციერს… მიწააა… ყვირის ნიკა და ნავს ნაპირიკენ მიათრევს… იმ დღეს, ჩვენ, ღმერთმა გადაგვარჩინა(!)… მიშა, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს… ვიცი ცუდ დღეში ხარ, ენა არ მომიტრილადება დაცემული კაცი გაგკიცხო, არც იმის მჯერა, პირადათ შენ მიგიძღვის ბრალი ამდენ ტრაგედიაში, მაგრამ სისტემა შენ შექმენი და პასუხისმგებლობაც შენს მხრებზეა, პოლიტიკური ფიასკო, არ არის დასასრული, მთავარი სულის გადარჩენაა, რაც მხოლოდ სინანულითაა შესაძლებელი, დადექი შენს თავზე მაღლა, მოინანიე, თხოვე პატრიარქს გიშუამდგომლოს შეწყალებაზე და კურთხევა მოქცეს მორჩილად გაგამწესოს რომელიმე მონასტერში, იმ პირობიგთ, რომ სასჯელის აღსრულებამდე პოლიტიკას არ გაეკარები… მიდი, დაიჩოქე ირინა ენუქიძის საფლავთან, პატიება სთხოვე რობაქიძებსა და სხვთა ოჯახებს, ვისაც სისტემამ გული ჩაუკლა, დამიჯერე, ქართველ კაცს, ყოველთვის შეუძლია მიტევება, თუ გულწრფელია სინანული(!)… დამიჯერე, უტიფრობა, ერთი ასად აათკეცებს სიძულვილს… ბოლოთქმა: დიდება, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელს, ღმერთკაცმა ქართველებს, “გალობანი სინანულისანი“ დაგვიტოვა(!)… ბონდო ქურდაძე. ჟურნალისტი. პარიზი. 15.11.2021. P. S. 1. თუ ასე მოხდა, პირობას გაძლევ, გავაუქმებ პოლიტიკური დევნილს სტატუსს და იმ დღესვე გადმოვფრინდები პარიზიდან შენ გვერდით საკანში, ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვა და მოსანანიებელი… P. S. 2. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ბადრი ვადაჭკოკორიას, ზვიად სეხნიაშვილს, გოგიტა მელიქიძესა და მარიკა ბოჭორიძეს, რომ ეს წერილი მიაწვდინონ ქალბატონ ელენე ხოშტარიას, მამაჩემის კურსელის შვილს, ვისაც დანამდვილებით ვიცი, არ უნდა ექსპრეზიდენტის სიკვდილი და აუცილებლად გადასცემს წერილს ადრესატს… “ – წერს ბონდო ქურდაძე.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, მდგომარე ადამიანები, ადამიანები სხედან და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved