• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტამბოლში „შუშანიკის წამება“ თურქულ ენაზე გამოიცა

ალია ავტორი - ალია
17:08 01-23-2020
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46
სტამბოლში „შუშანიკის წამების“ თურქულენოვანი თარგმანი (Şuşanik) გამოიცა. ქართული ლიტერატურის ეს უძველესი ნიმუში, „პირველი ქართული რომანი“ (როგორც თამაზ ჭილაძემ უწოდა) თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა ლიტერატორმა და მკვლევარმა ფარნა-ბექა ჩილაშვილმა თარგმნა. 

მანამდე ფარნა-ბექა ჩილაშვილმა ქართულიდან თურქულად თარგმნა ოთარ ჭილაძის, ნაირა გელაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ერლომ ახვლედიანის, ნოდარ დუმბაძის, ჯემალ ქარჩხაძის, დათო ტურაშვილის, ირაკლი კაკაბაძისა და სხვა ქართველი ავტორების ნაწარმოებები.

„ბოლო ხუთი წელია ქართული ლიტერატურის მიმართ თურქეთში ინტერესი თანდათან გაიზარდა. დიდი ხანია ვთარგმნი ქართულ ლიტერატურას, იზრდება გამომცემლობების ინტერესიც, ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენით. ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს თარგმანებს. ყველაზე მეტად ერლომ ახვლედიანის რომანს – „კოღო ქალაქში”, – ამბობს მთარგმნელი.

„ჩემი ლექსების, მოთხრობებისა და ნოველების თემა ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი საქართველოა. უფრო ჩემი ხალხის წარსულს, საქართველოდან გადასახლებას, საზღვარს აქეთ და იქით დარჩენილ ადამიანთა განცდებს ასახავს. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა შორის ამ თემაზე პირველმა მე დავწერე“, – ეს სიტყვები  ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალს, მწერალ ფარნა-ბექა ჭილაშვილის (ფაჰრედინ ჩილოღლუს) ეკუთვნის. იგი 1956 წ. 5 ოქტომბერს დაიბადა თურქეთში, ორდუს ილის უნიეს ქართულ სოფელ აქბაბაში. წინაპართა ენა ოჯახში შეისწავლა. თავად მწერლის ინფორმაციით, მისი წინაპრები ზემო აჭარიდან, კერძოდ კი, მაჭახელიდან XIX საუკუნის ბოლოს გადასახლებულან თურქეთში და შავი ზღვის სანაპიროზე, უნიეს რაიონის ერთ-ერთ სოფელში დამკვიდრებულან.

ფარნა ბექა ჩილაშვილის ქართულენოვანი შემოქმედება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმიტომაც, რომ ჩვენებურთა მთელი ისტორიის მანძილზე იგი ფაქტობრივად პირველი პროფესიონალი ქართველი მწერალია, რომელმაც სცადა თურქეთში ქართულენოვანი ლიტერატურის შექმნა.

„ნოსტალ.ჯი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved