საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის.
ზურაბიშვილმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ეს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გააკეთა:
,,როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული.
სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები.
იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები. და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“
კომენტარები