• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტაბილურობასთან ერთად განვითარება შევიტანეთ თითოეულ რეგიონში, უამრავი პროექტი დაფინანსდა ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის, განთლების, ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის მიმართულებით – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:20 08-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მე მახსოვს 2012 წლის პირველი ოქტომბერი, ის მართლაც ისტორიული გამარჯვება, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთდ, ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოვიპოვეთ და მას შემდეგ ქვეყანაში დასადგურდა მშვიდობა და სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის  წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის და მშვიდობის განცდა, რომელიც მმართველმა გუნდმა ხალხთან ერთად მოიპოვა და ამას სჭირდება შენარჩუნება.

„მივესალმები ოზურგეთს და ოზურგეთელებს, ჩვენს საყვარელ გურულებს, ყველაზე გულიან და მართალ ხალხს. ყველას მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და მე მინდა ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით თქვენი ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის. ასევე დღეს ფერისცვალებაა და გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მხარდამჭერებო და ჩვენი დიდი ოჯახის წევრებო, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. მე მახსოვს 2012 წლის პირველი ოქტომბერი, ის მართლაც ისტორიული გამარჯვება, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთდ, ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოვიპოვეთ და მას შემდეგ ქვეყანაში დასადგურდა მშვიდობა და სტაბილურობა და ვინ, თუ არა გურულმა კაცმა და ქალმა იცის ძალიან კარგად მშვიდობის ფასი, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი და გარანტი განვითარების.

ადამიანებს სჭირდებათ პროგნოზირებადობა. ჩვენ დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ცხოვრება, მუშაობა, ყველაფერი გავხადოთ პროგნოზირებადი და განჭვრეტადი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა. სწორედ ეს სტაბილურობის და მშვიდობის განცდა მოვიპოვეთ ჩვენ ყველამ ერთად და ამას სჭირდება შენარჩუნება.

სტაბილურობასთან ერთად ჩვენ განვითარება შევიტანეთ თითოეულ რეგიონში, ქალაქში და მუნიციპალიტეტში. უამრავი პროექტი დაფინანსდა, იქნებოდა ეს როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეკონომიკის, ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის, განთლების, ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის მიმართულებით. სახელმწიფომ არაერთი შეღავათიანი პროგრამა შესთავაზა ჩვენს მოქალაქეებს შედეგად, შეიქმნა ათასობით საწარმო. ათიათასობით ფერმერმა და ჩვენმა მოქალაქემ ისარგებლა აღნიშნული პროგრამებით. შეიქმნა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. ჩვენ დავიწყეთ წარმატებული პროექტების განხორციელება ყველა რეგიონში. ასევე ჩვენ ახლა დავასრულეთ მუშაობა გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე. მთავრობამ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, იქნება ეს განათლების მიმართულებით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვიცით, რა სჭირდება თითოეულ რეგიონს. გვაქვს სპეციალურად მომზადებული პროგრამები და გეგმები, იმისათვის, რომ კიდევ მეტი კეთილდღეობა შემოვიტანოთ ჩვენს ოჯახებში.

32 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ რეალურად შევცვლით ქვეყანას და გადავაქცევთ ევროპულ სახელმწიფოდ. ს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი – მუშაობა, მუშაობა და მუშაობა – 24 საათიანი შრომა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ და ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved