• რეკლამა
  • კონტაქტი
00:10, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ავარიისას არ ვიმყოფებოდი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ” – კახეთის გუბერნატორი

ალია ავტორი - ალია
20:44 12-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ირაკლი შიოშვილი იმ ავტოსაგზაო შემთხვევის გარემოებებს აღწერს, რომელიც გუშინ ყურადღების ცენტრში მოხვდა.

განცხადება ცოტა ხნის წინ კახეთის მხარის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

„მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, სამსახურებრივი ავტომობილით სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან ვბრუნდებოდი თელავში. კონკრეტულად, ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე მომიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ამ შემთხვევის შედეგად, დავშავდი პირადად მე და დაზიანდა სამსახურებრივი ავტომობილი. ამჟამად, გავდივარ სამედიცინო მკურნალობის კურსს თბილისში.

რაც შეეხება, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ, ჩემი მისამართით გავრცელებულ ცილისმწამებლურ ტყუილსა და დეზინფორმაციას, რომ თითქოს მე, 11 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ღონისძიებიდან ვბრუნდებოდი, კონკრეტულად, წინანდლიდან თელავში და მაშინ მომიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და თან ვიმყოფებოდი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არის სიცრუე.

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთოდ არ ვარ ალკოჰოლის მომხმარებელი. სულ რამდენიმე დღეა გასული, რაც კორონავირუსი მოვიხადე და ამჟამად, გავდივარ პოსტკოვიდური შედეგების მკურნალობას. შემთხვევა მომიხდა კვირას, 12 დეკემბერს, საღამოს საათებში, ხოლო წინანდალში, „ქართული ოცნების“ ღონისძიება შაბათს, 11 დეკემბერს გაიმართა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ჯგუფმა გადამიყვანა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“. რამდენიმე საათის შემდეგ, კი გადამიყვანეს თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ფიზიკურად ვერ შევძლებდი მისვლას, ვერც თელავის საავადმყოფოში და ბუნებრივია, არც არავის დაუმალავს ინფორმაცია ჩემი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ.

მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ შემთხვევის გამო ნამდვილი გულშემატკივარი აღმოჩნდა და გულთან მიიტანა ჩემი მდგომარეობა. დამიჯერეთ, თქვენ გაცილებით მეტი ხართ და ვერ შეგედრებათ ვერ ცერთი ცილისმწამებელი, მთელი ცხოვრება, საკუთარი რეიტინგის გაუმჯობესებისთვის სხვაზე ტყუილების შეთხზვით დაკავებული მეზღაპრე“

შეგახსენებთ, გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა, რომ სახელმწიფო რწმუნებული ავარიაში, ნასვამ მდგომარეობაში მოყვა და ის წინანდალში გამართული შეხვედრიდან ბრუნდებოდა.

თეგები: გიორგი ბოტკოველიკახეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved