კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილი საერთაშორისო მოგზაურები შეძლებენ, ავსტრალიის ქალაქი სიდნეი კარანტინის გავლის გარეშე მოინახულონ, – წერს Al Jazeera.
ახალი წესი 1-ელ ნოემბერს ამოქმედდება.
„გვჭირდება, შევუერთდეთ დანარჩენ მსოფლიოს. არ შეგვიძლია, განმატოებით, განდეგილების სახელმწიფოსავით ვიცხოვროთ, უნდა გავიხსნათ“, – აღნიშნა ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა.
ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან, ავსტრალიამ მსოფლიო პანდემიას მკაცრი შეზღუდვების დაწესებით უპასუხა – ჩაკეტა საზღვრები და ფაქტობრივად, არავის ჰქონდა ქვეყანაში შესვლის უფლება, თუ მოქალაქე ან მუდმივი მაცხოვრებელი არ იყო. გარდა ამისა, მოქმედებდა ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვებიც.
კომენტარები