• რეკლამა
  • კონტაქტი
14:35, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სროლა გურჯაანში – დაცხრილულია ოპოზიციონერის საკუთრება

ალია ავტორი - ალია
23:34 06-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,470

ნაციონალური მოძრაობის წევრის – მამუკა ქოროღლიშვილის კუთვნილი მაღაზია გურჯაანში, ცოტა ხნის წინ დაცხრილეს. როგორც „ალიას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, სროლის ხმამ გურჯაანელები ძალიან შეაშინა. გვიყვებიან, რომ დაახლოებით შვიდჯერ ისროლეს. საბედნიეროდ, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

– შიშისგან ახლაც შოკში ვართ მოსახლეობა. არაერთხელ გაისროლს, დაახლოებით შვიდჯერ. სანამ გავარკვიეთ, რომ ყველა ცოცხალი იყო, ძალიან ვინერვიულეთ. მაღაზია, რომელიც დაცხრილეს ოპოზიციონერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მამუკა ქოროღლიშვილს ეკუთვნის. რას ერჩიან ამ ოჯახს არ ვიცი, ქოროღლიშვილი საქართველოში აღარ ცხოვრობს და რას ედავებიან ისევ, არ ვიცი. სავარაუდოდ, დაშინება სურთ, ცალკე მისი და მისი ახლობლების და ცალკე – ხალხის ზოგადად.

მამუკა ქოროღლიშვილი

– თავდამსხმელები თუ შენიშნეთ?

– ამ მაღაზიასთან ახლოს ვცხოვრობ, სროლის ხმაზე ჯერ აივნიდან გავიხედე და მერე ისევ რომ ისროდნენ შემეშინდა და იატაკზე დავწექი. შავი მანქანა იდგა და ორი მამაკაცი იყო გადმოსული, ზურგით იდნენ. ჩვენს უბანში ამბობენ, რომ პოლიციელები იყვნენ თავდამსხმელები: ქადაგიშვილი და სიბაშვილიო.

– როგორც ამბობენ, ეს ის პოლიციელები არიან, ვინც რამდენიმე წლის წინ მამუკა ქოროღლიშვილს ესროლეს?

– დიახ. მაშინ, სასწაულებრივად გადარჩა მამუკა სიკვდილს, გულმკერდის არეში ესროლეს და გადარჩა. ეს ადამიანები ხალხს ატერორებენ, ახლა უფრო გააქტიურებულები არიან, რადგან „ქართული ოცნება“ მათ სთხოვს ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც სულ რაღაც 4 თვეშია გურჯაანში, – მოაგებინონ. ხალხს აშინებენ. მამუკას ოჯახი ისეთ სტრესშია საწყალი მისი ცოლი ამბობს, ერთხელ აფხაზეთიდან გამოვიქეცით ომი რომ დაიწყო და ახლა, აქ, გურჯაანში ყოველდღე ომში ვართო. გურჯაანი ძალიან პატარა ქალაქია და აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, არაფერი იმალება. წარმოიდგინეთ რამდენ ადამიანს ატრერორებენ პოლიციელები და მათ წინააღმდეგ ჩივილი მხოლოდ მამუკა ქოროღლიშვილმა გაბედა. მან ამხილა სიბაშვილი და ქადაგიშვილი. ამას ეგენი არ აპატიებენ.

მამუკა ქოროღლიშვილის კუთვნილი მაღაზია

„ალია“ წყაროს ვინაობას მისივე უსაფრთხოების გამო არ ასახელებს, რადგან ამ ქვეყანაში არავინაა დაცულები. პოლიცია ხალხის უსაფრთხოებისთვის კი არა, უსაფრთხოების წინააღმდეგ უკანონოდ რომ მუშაობს, ამაზეც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია ინფორმაცია, კარგა ხანია, ამაზე საუბრობენ პარტნიორი ქვეყნებიც, როცა ძალოვანი სისტემის ლიდერებს ასანქცირებენ, თუ სანქცირებას უანონსებენ.  ვითარება საქართველოში ყოველდღიურად უფრო და უფრო იძაბება, ლამის ყოვლდღიურად უკანონოდ აკავებენ პოლიტიკური ნიშნით პატიმრებს, აშინებენ ადამიანებს და ცდილობენ, პროტესტის ხმა სახლების კედლებს არ გასცდეს. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები საუბრობენ რომ სახელმწიფო უწყებები “ქართული ოცნების” მთავარ დასაყრდენად და “შემსრულებლად” იქცნენ, სცენარის ავტორი – რუსეთია და ივანიშვილი კი პუტინის სურვილების აღმსრულებელი.

გურჯაანში მომხდარზე მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ სროლა ნამდვილად იყო გურჯაანში, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. მედიას ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ეჭვმიტანილები გამოკითხულებიც კი არ არიან. საგამოძიებო უწყება კითხვას, თუ რატომ არ არიან ეჭვმიტანილები დაკავებულები, ან რატომ არ დაწყებული მათი გამოკითხვა – არ პასუხობს.

მამუკა ქოროღლიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!

12:05 08-19-2026
ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved