• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სპორტის მოქმედმა მინისტრმა “სანატორიუმი ლიკანი” ყოფილ მინისტრს მიჰყიდა

ალია ავტორი - ალია
14:59 02-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
457

288,000 კვადრატული მეტრის ფართობის „სანატორიუმ ლიკანი“ სპორტის ამჟამინდელმა მინისტრმა შალვა გოგოლაძემ „სანატორიუმი ლიკანი“ სპორტის ყოფილ მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს მიჰყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

ირკვევა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მთავრობამ გასული წლის ოქტომბერში შპს “რაიმონდს” 16,2 მლნ ლარად გადასცა, რომლის 50%-იან წილს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ფლობდა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან კი ირკვევა, რომ „რაიმონდის“ 100%-იანი წილის მფლობელი შპს “იბერია აზც ორბი” გახდა.

  • აღნიშნული კომპანია 2024 წლის ივნისშია შექმნილი, რომლის დირექტორებს სლოვაკი რობერტ სპისაკი და საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი წარმოადგენენ. კომპანიის 50%-ს ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს “სლოვაკ ბიზნეს ჰაუსი”, რომლის 70%-იან წილი ხეჩიკაშვილების კომპანია შპს “იბერია ინვესტის” მფლობელობაშია.

გამოდის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიას მოუწევს იმ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება, რა პირობებითაც „სანატორიუმი ლიკანი“ მთავრობამ შალვა გოგოლაძის კომპანიას გადასცა.

  • მთავრობის 18 ოქტომბრის განკარგულების თანახმად კი, საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში ორ ნაწილად: 5 427 765 ლარი 12 თვის ვადაში, დარჩენილი 10 855 528 ლარი – 24 თვის ვადაში.

ამასთან, საპრივატიზებო პირობის თანახმად, 2030 წლის 31 დეკემბრამდე მფლობელმა კომპანიამ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით „სანატორიუმ ლიკანის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 64.23.01.093) ან მისი ნაწილის განვითარება უნდა უზრუნველყოს, რაც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 30 კოტეჯის (არანაკლებ 3000 კვ/მ ფართობის მქონე) მშენებლობას. ამასთან, შეიძლება მოიცავდეს ბორჯომში, სანატორიუმ ლიკანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას და საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებას.

  • ამ ვალდებულებების შესასრულებლად კი, კომპანიამ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

შესაბამისი განკარგულებით ასევე გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში, აღნიშნული უძრავი ქონებიდან, არანაკლებ 10 280 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა/ნაგებობის ყოველგვარ უფლებრივი ტვირთისგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved