ფოტო: marneulifm.ge
სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული ამ წუთებში მარნეულში. სოფელ შულავერში, სადაც დღეს მოსახლეობას აქცია უნდა გაემართა,
ფაქტს წინ მოქმედი მერის განცხადება უძღოდა, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ თუ ვინმე გზას გადაკეტავდა, ყველას დააკავებდნენ.
მოსახლეობას მედიკამენტებზე, პროდუქტებსა და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებზე ფასების დრამატულად ზრდის გაპროტესტება სურდა, თუმცა, ერთ-ერთი ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას გეგმავდა.
სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზების შემდეგ ორგანიზატორებმა აქციის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
კომენტარები