“სპარში” თავდასხმის შედეგად დაშავებული 20 წლის მათე ჯომიდავა გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით ამ დრომდე კომაში იყო.
შეგახსენებთ, გასული წლის 31 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ “სპარში” ერთმანეთს კონსულტანტი და მომხმარებელი დაუპირისპირდნენ.
მომხმარებელმა კონსულტანტს ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანებები.
მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
შემდეგ კი მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 117- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შსს-ს ცნობით, დაკავებულია პირი, რომელმაც კონსულტანტს სხეულის დაზიანება მიაყენა.
კომენტარები