პოლიტიკოსი, გიორგი ვაშაძე, “ტვ პირველთან” “ხალხის ძალაზე” საუბრისას, ამბობს:
“ხალხის კი არა, რუსული ძალაა, ალტ–ინფოს ვარიანტია. მეტს სხვას კი არაფერს ამბობდა ალტ–ინფო. რეებს ლაპარაკობდა სოზარ სუბარი? წაიშალა საერთოდ ეს კაცი, არ ვიცი, რა აჭამეს? რა დაალევინეს? რა გაუკეთეს? რა მოუვიდა ამ ადამიანს, მართლა სირცხვილია, კაცი სახალხო დამცველი იყო, ადამიანის უფლებებს იცავდა და დღეს ამბობს, ევრკავშირი ჩვენი ეროვნული ინტერესების მტერიაო და რუსეთი არის ჩვენი პარტნიორიო…”
კომენტარები