• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SOS!!! – სოფლები, სადაც წყალი სასმელად უვარგისია

ალია ავტორი - ალია
15:59 02-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ბოლო წლებში დუშეთში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ასი ათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა სოფლების ნაწილს წყალი ან საერთოდ არ მიეწოდება, ან მხოლოდ შეზღუდული გრაფიკით. არაერთ სოფელში კი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა წყალი სასმელად უვარგისია.

აუდიტის სამსახურის მოკვლევით აღმოჩნდა, რომ წყლის სისტემის გამართულობასა და ხარისხზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას შესაბამისი ლიცენზია საერთოდ არ გააჩნია.  

„მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში წყალი შეფერხებით მიეწოდება, ან მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი. არ არის განხორციელებული აბონენტების გამრიცხველიანება, ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“ არ ფლობს ლიცენზიას და ვერ უზრუნველყოფს წყლის სისტემების სათანადო მოვლა-პატრონობას. აღსანიშნავია, რომ პრობლემები ატარებს სისტემურ ხასიათს“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

მაკონტროლებელი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებს, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის რადიკალურ გაუმჯობესებას.

„სოფლებში არსებულ წყლის სისტემებს არ აქვთ გამწმენდი ნაგებობები… 2017-2018 წლებში მოწყობილი წყალმომარაგების 10 სისტემის ფარგლებში მოეწყო საქლორატოროები, თუმცა ისინი აუდიტის მიმდინარეობის ეტაპზე არ ფუნქციონირებდნენ. შესაბამისად, მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყალი რიგ შემთხვევებში ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი. აღნიშნულს ადასტურებს 2019 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დუშეთის ზოგიერთ სოფელში განხორციელებული სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგები. კერძოდ, სოფლების (ბულაჩაურის, არაგვისპირისა და გრემისხევის) საბავშვო ბაღებში აღებული სინჯების შემოწმებით გამოვლინდა, რომ წყლის ნიმუშები არ შეესაბამებოდა ნორმას…

დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ ოთხ შემთხვევაში: სოფელ მჭადიჯვარში, სოფელ ჩირდილელიანთკარში, სოფელ ჩუბინიაანთკარსა და სოფელ ჩანადირთკარში მოპოვებული წყალი ლაბორატორიული დასკვნების მიხედვით სასმელად უვარგისი იყო. მიუხედავად ამისა, მერიის მიერ დამატებითი ღონისძიებები დროულად არ გატარებულა“, – ნათქვამია დასკვნაში, რომლის გასაჯაროების შემდეგ დუშეთის მერიამ ახალი ლაბორატორიული შემოწმების ჩატარების მიზნით სპეციალისტები მოიწვია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved