• რეკლამა
  • კონტაქტი
14:24, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SOS! ყველამ, ვინც დიდუბე-ჩუღურეთის 36-ე უბანზე მისცა ხმა, მიმართოს ექიმს!!!

ალია ავტორი - ალია
04:02 11-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, 36-ე უბნის კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს უბნის თავმჯდომარემ დაუდასტურდა.

როგორც ის ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს უბნის ერთ-ერთი რეგისტრატორი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა სასწრაფო გამოიძახეს.

იყო თუ არა რეგისტრატორი წინა დღეებში ცუდად – ახლა ამ ინფორმაციას აღარავინ მოგვაწვდის, მაგრამ ის ფაქტი, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც პირდაპირ საარჩევნო უბანზე გახდა ცუდად და სასწრაფომ გადაიყვანა, ნიშნავს იმას, რომ მას მინიმუმ 31 ოქტომბერს უკვე ჰქონდა სიმპტომი. მოგეხსენებათ, უსიმპტომო პაციენტი სასწრაფოს აღარ გადაჰყავს. შეგახსენებთ, რეგისტრატორი ის პირი, რომელთანაც ამომრჩეველი, წესის მიხედვით, პირბადეს იხსნის რეგისტრაციის გავლისთვის – წესები იხილეთ აქ.

“ალია” დაუკავშირდა ცესკოს, კითხვით, იყო თუ არა დღის მანძილზე 36-ე უბანი დაკეტილი, რადგან ამომრჩევლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც დაინფიცირებული რეგისტრატორი გადაიყვანეს, კომისიამ არ იმოქმედა წესის შესაბამისად, არ დაკეტა უბანი, არ ჩაატარა დეზინფექცია, არ გადაიყვანა კომისიის წევრები იზოლაციაში, არ შეცვალა ახალი წევრებით და მეტიც, არ გააფრთხილა მოსახლეობა, 2 ნოემბრის საღამოს, შემთხვევით, რომ არ გაეგო მედიას, არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.

ვკითხეთ ცესკოს, გატარდა თუ არა ღონისძიებები და რატომ არ გააფრთხილეს ამომრჩეველი – ერთხელ არა, სამჯერ ვკითხეთ საღამოს მანძილზე, სამჯერვე გვიპასუხეს, რომ გაგვაგებინებენ პასუხს, თუმცა, ამაოდ ველოდეთ, ბოლოს მივწერეთ, რომ ვერ დავიცდით და უნდა გავართხილოთ მოსახლეობა, არც მაგ წერილზე გვიპასუხეს.

არ გვიპასუხა დაავადებათა კონტროლის სამსახურმა!

არ გვიპასუხა და ბოლო პერიოდია, ისევ არ გვპასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო. სიმართლე გითხრათ, ჯანდაცვის სამინისტრო ხან გვემდურის და ხან არა, არ ვიცით, როდის რა წამოუვლის, ამჯერად არ გველაპარაკება, როგორც ჩანს.

პირველად არ აკეთებს “ალია”ჯანდაცვის სამინისტროს გასაკეთებელს და არც ამჯერად დაიხევს უკან – ყველამ, ვინც არჩევნების დღეს იყო 36-ე უბანზე, მიმართეთ ექიმს და მისი რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედეთ, გთხოვთ. თორემ, ეს ყველაზე დიდი კლასტერი გახდება მალე ქვეყანაში. როგორც ვიცით, ყველა უბანზე იყო რიგები და არც ეს უბანი გახლდათ გამონაკლისი.

კიდევ რამდენი უბანი ასეთი, სადაც კომისიის წევრს ვირუსი დაუდასტურდა და მუშაობა განაგრძეს? კიდევ რამდენი უბანია, სადაც არ დაიცვეს წესები და არ გაუფრთხილდნენ ამომრჩეველს? – არ ვიცით, ეს შემთხვევა თავად ბადებს ეჭვს!

რა თქმა უნდა, კორონავირუსმა ყველგან შეაღწია და არაფერი უცნაური ამაში არ არის, რომ კომისიის წევრსაც ჰქონდა ვირუსი, მაგრამ – უცნაური კი არა, დანაშაულია, რომ სახელმწიფო წესებს არ იცავს და მოსახლეობას არ აფრთხილებს მოსალოდნელ საფრთხეზე. მაშინაც კი არაფერს ამბობს, როცა მედია მიმართავს.

ჩვენ არაერთხელ დაგვაჯარიმეს, არაერთხელ შეგვახსენეს, რომ სხვა ადამიანისთვის საფრთხის შექმნა დანაშაულია, მათ შორის, მინისტრმაც არაერთხელ შეგვახსენა, ახლა “ალია” გაიმეორებს:

მუხლი 247.

1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, – ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე .

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ ან რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

თავად აირჩიეთ, რომელი ჩინოვნიკი უნდა ჩასვათ ამ ფაქტის გამო ციხეში 7 წლით, რომელი, თუ რომლები, თქვენთვის მოგვინდვია, აირჩიეთ.

მოსახლეობას კი, კიდევ ერთხელ, ვაფრთხილებთ, ყველამ ვინც 31 ოქტომბერს იყავით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის 36-ე უბანზე, მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეთამარ ჟვანიაკორონავირუსიცესკოჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved