• რეკლამა
  • კონტაქტი
00:25, შაბათი, 18 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“SOS! მარტო პირბადე ჯარსა და პოლიციას ვერ დაიცავს! – კატასტროფამდე ერთი ნაბიჯია”

ალია ავტორი - ალია
18:07 03-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

„წითელ  ზონად“ გამოცხადებულ მუნიციპალიტეტებში  –  მარნეულსა და ბოლნისში „ფრონტის წინა ხაზზე“  მყოფი სამართალდამცველები  და  ჯარისკაცები მთავარი მტრისგან  – კორონავირუსისგან  დაუცველები არიან!  მარტო სამედიცინო პირბადე და ხელთათმანები  ქართველ  სამხედროებს, პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ვერ დაიცავენ!  

კატასტროფამდე  ერთი ნაბიჯია!  მათ არ აქვთ გავლილი სპეციალური გადამზადება, როგორ მოიქცნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და არ აქვთ შესაბამისი ეკიპირება,  რომ დაავადებული პირებისგან  არ  დაინფიცირდნენ.  

 “ვირუსთან საბრძოლველად სპეციალური ჯარის სახეობა უნდა შეიქმნას“, – ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “2020NEWS“-თან საუბრისას, განგაშის ზარების შემოკვრას ითხოვს.

  მარტო სამედიცინო პირბადე ჯარსა და პოლიციას ვერ დაიცავს!

ქართველი ჯარისკაცები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე მეოთხე დღეა ისე იბრძვიან,  რომ მათი ეკიპირების მინიმალური სტანდარტებიც არ არის დაცული.

შედეგად, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, კორონავირუსის სიმპტომებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი სამხედრო უკვე შეიყვანეს. დაუდასტურდათ თუ არა მათ “COVID-19”, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მარნეული-ბოლნისის საკონტროლო პუნქტებზეც ზოგ სამართალდამცველს მხოლოდ პირბადე უკეთია, იშვიათ გამონაკლისებს კი თვალებისდამცავი სპეციალური ნიღაბიც აქვთ.

სამართალდამცველები სპეცტანსაცმელებში მხოლოდ ინფიცირებულებისთვის გაშლილ კარვებთან მუშაობენ.

არადა, დიდი საფრთხის წინაშე არიან ის სამართალდამცველები, რომლებიც არამარტო ამ საკონტროლო პუნტქებზე  მხოლოდ სამედიცინო პირბადით იმყოფებიან, არამედ ისინიც,  საქართველოს მასსტაბით რომ აქვთ შეხება ადამინებთან, მაგლითად თვითიზოლაციის წესების დამრღვევებთან  და არ იციან, ეს ადამიანები ინფიცირებულები არიან თუ არა.

საბედნიეროდ, ქართველ ექიმებზე სახელმწიფო ზრუნავს და ინფიცირებულებთან ურთიერთობისას მათი ეკიპირება სრულია, მაგრამ სამართალდამცველები ბედის ანაბარად არიან.  საინტერესოა, თუ სამედიცინო პერსონალს სამ დღეში ერთხელ უტარდება ტესტი კორონავირუსზე, როგორც ოფიციოზი აცხადებს, იგივე ხდება თუ არა ძალოვნებთან მიმართებაში?

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა გიორგი კამკამიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მარტო სამედიცინო პირბადე ქართველ სამართალდამცველებს ვერ დაიცავს.
„ვუყურე მარნეული-ბოლნისის კადრებს, გაოგნებული დავრჩი. 10-დან 7 ადამიანი იქ დაინფიცირდება. როგორ შეიძლება, მარტო პირბადე ეკეთოთ?“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ექიმმა.

როგორც ექსპერტი ვახტანგ მაისაია  სააგენტოსთან აცხადებს,  თუკი  ხელისუფლება  საკუთარ ჯარისკაცებსა  და  საართალდამცველებს  ვირუსისგან სათანადოდ  არ დაიცავს,  საქართველო  ისეთ  ტრაგიკულ  შედეგს  მიიღებს, როგორიც არავის წარმოუდგენია.

რეკომენდაციები  “ბაქტეოროლოგიური აგენტების“  წინააღმდეგ!  

ექსპერტი ხელისუფელებას  რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართავს:

რეკომენდაცია N1 – “ბაქტეოროლოგიური აგენტების“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის,   სპეციალური დანიშნულების ჯარის სახეობა უნდა შეიქმნას.

“ვაყენებ კონკრეტულ წინადადებას, რომლის განხორციელება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა დაიწყოს.

თავდაცვის ძალებში უნდა შეიქმნას სპეციალური დანიშნულების სახეობა, რომელსაც პირობითად, შესაძლოა, დავარქვათ “მასობრივი განადგურების შეიარაღების პერსონალური დანიშნულების ჯარების“ სახეობა, რომელთა ძალისხმევა ბაქტეოლოგიური აგენტების ბრძოლის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

თუ ახლავე არ დავიწყეთ ამ დანაყოფის შექმნა, ჩვენ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მხრივ, გაცილებით სერიოზულ შედეგს მივიღებთ.

ამ მხრივ, უნდა განვავითაროთ სტრატეგიული ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ასეთი ტიპის საჯარისო დანაყოფები გააჩნიათ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, – განაცხადა მაისაიამ.

რეკომენდაცია N2 – თავდაცვის ძალების შემადგენლობაში უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური ოპერაციების მართვის ცენტრი.

“ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური ოპერაციების მართვის ცენტრი! კორონავირუსის პანდემიის ფონზე , შესაძლოა, საზოგადოებაში დაიწყოს ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენა, ამიტომ ასეთი ტიპის სტრუქტურის შექმნა, თუნდაც თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. ოპტიმალური იქნება“, – განაცხადა მაისაიამ.

იმ ფონზე, როცა ქართველი ჯარისკაცები და სამართალდამცველები ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს სპეციალური ეკიპირების გარეშე აკონტროლებენ, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება.

2020 ნიუსი

რატომღაც მაღალი თანამდებობის პირები, მინისტრები, მოადგილეები, თავს მოვალედ არ თვლიან ხელთათმანიც გაიკეთონ, როცა გადაადგილდებიან, თუნდაც ნებისმიერ ადგილას, არათუ საკარანტინე ზონაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved