• რეკლამა
  • კონტაქტი
10:50, პარასკევი, 3 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

SOS AUTO – სასწრაფო დახმარების აპლიკაცია ავტომობილებისთვის

ალია ავტორი - ალია
18:46 12-06-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340
  • Startup drive-ის 70 000-ლარიანი გრანტი ავტომობილებისათვის შექმნილმა სასწრაფო დახმარების აპლიკაციამ მოიპოვა

„თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამის Startup Drive-ის მეშვეობით ავტოინდუსტრიაში კიდევ ერთი ახალი, ინოვაციური აპლიკაცია გაჩნდება. SOS AUTO – ეს არის ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ევაკუატორისა და ავტოასისტენტის გამოძახებას Uber-ის მოდელით შესთავაზებს. სტარტაპის იდეა და ახლა უკვე „თეგეტას“ 70 000-ლარიანი დაფინანსებაც ნათია შუბითიძეს ეკუთვნის, რომელსაც ახალ წამოწყებაზე ფიქრისკენ პირადმა გამოცდილებამ უბიძგა.

ნათია შუბითიძე, SOS AUTO-ს დამფუძნებელი: „დაახლოებით 1 წლის წინ დედასთან ერთად ვმგზავრობდი, როცა ტექნიკური გაუმართაობის გამო მანქანა ანანურში გაგვიჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან არც ისე შორს ვიყავით, დაახლოებით 3 საათი ველოდეთ დახმარებას. იმდენად დიდი დისკომფორტი შეგვიქმნა ჯერ ძებნის და შემდეგ ლოდინის პროცესმა, რომ სწორედ ამ დროს გაჩნდა SOS AUTO-ს შექმნის იდეა“.

ნათიას იდეა ჯერ პირად ჩანაწერებში მოხვდა, Startup Drive-ის აქსელერაციის პროგრამის გამოცხადების შემდეგ კი საკონკურსო პროტოტიპად იქცა და რეალურ ბიზნესპროექტად ჩამოყალიბდა. როგორც სტარტაპის ავტორი ამბობს, სწორედ პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებით და სწორად ათვისებული შესაძლებლობებით გახდა SOS AUTO ჟიურისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი.

ნათია შუბითიძე, SOS AUTO-ს დამფუძნებელი: „პრეაქსელერაციის ეტაპზე შევძელით და მოვახდინეთ იდეის ვალიდაცია, ბაზრის კვლევა, რეალური მომხმარებლისა და შემსრულებლის პრობლემების გაანალიზება. ვფიქრობ, ჟიურისთვისაც ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ ის შედეგები და მაჩვენებლები იყო, რომლებსაც ამ პერიოდში მივაღწიეთ. დემო დღეზე თითოეული სტარტაპი საკმაოდ მომზადებული გავიდა, კონკურენცია ნამდვილად ძლიერი იყო, თუმცა წარმატების მოლოდინი მაინც მქონდა. ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელება ძალიან ემოციური აღმოჩნდა. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძლიერ კომპანიას მოსწონს შენი იდეა და მასში  ინვესტიციას დებს“.

„თეგეტას“ ინვესტიციით SOS AUTO შეძლებს და დაახლოებით 6 თვეში გაუშვებს აპლიკაციას, რომელიც ჯერ მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მისი გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბების ხედვა უკვე არსებობს. როგორც დაგეგმილია, ინოვაციური აპლიკაცია სრულად ჩაანაცვლებს საგზაო დახმარების მოძიებისა და ლოდინის მოძველებულ პროცესს, როცა მომხმარებელს უწევს კომპრომისებზე წასვლა და მიღებულით დაკმაყოფილება.

ნათია შუბითიძე, SOS AUTO-ს დამფუძნებელი: „ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური პლატფორმა და ევაკუატორის ყიდვისა და ავტოასისტენტების აყვანის გარეშე გავხდეთ საქართველოში, და არამარტო საქართველოში, ყველაზე დიდი ავტოდახმარების კომპანია, მრავალფეროვანი მომსახურებებით. ამის რეალური პერსპექტივა არსებობს, რადგან ჩვენ დავიკავებთ ნიშას, რომელიც თავისუფალია. SOS AUTO მომხმარებელს შესთავაზებს სრულ გზისპირა დახმარებას: ევაკუატორის გამოძახებას, საწვავის მიწოდებას, ავტომობილის დაქოქვას, ჩაკეტილი ავტომობილის გაღებას და მძღოლის მომსახურებას. ის განკუთვნილი იქნება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე შპს-ებისთვის, ყველასთვის, ვისაც ავტომობილი ჰყავს.

დაუჯერებელია, რომ ახლა სულ რაღაც ერთი წლის წინ თავში გაელვებულ იდეაზე ვსაუბრობთ. რომ არა Startup Drive, ალბათ მიზანს მაინც მივაღწევდი, მაგრამ ძალიან გრძელი და რთული გზის გავლა მომიწევდა. ამ გამარჯვებით კი საოცნებო ბიზნესი რეალობად უკვე იქცა, ახლა მხოლოდ მომავალი გამარჯვებებისკენ და უფრო დიდი წარმატებისკენ  მიმავალ გზას ვხედავ“.

Startap Drive „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-ამდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.

აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.

 

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები
ბიზნესი

საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

14:15 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved