• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოფო შამანიდი – ნომინალური პრემიერი გახარია, ივანიშვილის კვალდაკვალ, ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვებას სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
17:33 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სოფო შამანიდი ეხმაურება. შამანიდი გიორგი გახარიას ქვეყნის მმართველი ოლიგარქის ხაზის გამგრძელებელს უწოდებს, რომელმაც მოსახლეობას იაფი ავიაბილეთები შესთავაზა ქვეყნიდან წასასვლელად.

შამანიდის თქმით, გახარიამ ხაზგასმით დააანონსა, რომ როდესაც ახალგაზრდები ქვეყნიდან გავლენ, მათ უნდა შეძლონ და სხვა ქვეყნაში კონკურენტუნარიანები გახდნენ. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ყველა პირობას უნდა უქმნიდეს მომავალ თაობას საკუთარ ქვეყანაში სრულფასოვნად საცხოვრებლად.

“საქართველოს ნომინალურმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ “როდესაც ჩვენი შვილები ქვეყანას დატოვებენ, უნდა შეძლონ სხვა ქვეყნის შვილებთან კონკურირება”. არის თუ არა ეს წამოცდენა? ან იქნებ ქვეყნის მმართველი ოლიგარქის ხაზის გაგრძელება, რომელიც იაფ ავიაბილეთებს დაგვპირდა, თუკი ქვეყნიდან წავალთ? იმის მაგივრად, რომ პრემიერი და მთავრობა ზრუნავდნენ იმაზე, რომ საქართველოდან წასულ ჩვენს შვილებს ისეთი გარემო შეუქმნან ქვეყანაში, რომ უკან დაბრუნდნენ, იმის მაგივრად, რომ ქმნიდეს სამუშაო ადგილებს და ახალგაზრდებს ღირსეულ დასაქმებას სთავაზობდეს ქვეყნის შიგნით, “ზრუნავს” იმაზე, რომ მილიონობით ქართველი ემიგრანტის რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს,”-აცხადებს შამანიდი.

სოფო შამანიდის თქმით, ამ მთავრობას არ აქვს უნარი, მისცეს ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლება, არ აქვს უნარი, შექმნას სამუშაო ადგილები, არ აქვს უნარი, აღმოფხვრას სიღარიბე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს ემიგრაციაში წასვლისკენ უბიძგებს. საქმე ის გახლავთ, რომ ოლიგარქს არ სჭირდება ამდენი ხალხი საქართველოში – ნაკლები ადამიანი ხომ ნაკლებ პრობლემას ნიშნავს. ოლიგარქს სწორედ იმდენი ადამიანი სჭირდება, რამდენიც მას მოემსახურება.

“ამ ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, ჩვენი არჩევანია, სად ვიცხოვრებთ, სად ვიმუშავებთ, სად გავზრდით ჩვენს შვილებს. ჩვენი არჩევანია საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა, საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება და საკუთარი ქვეყნისთვის ღირსეული შვილების აღზრდა. ამისთვის კი ამ ხელისუფლების სახლში გაშვებაა საჭირო! ბელორუსი ხალხი დღეს ავტორიტარს ემშვიდობება. ქართველი ხალხი ოქტომბერში ოლიგარქს დაემშვიდობება! პ.ს. ძვირფასო პრემიერო, თქვენი წყალობით, 1 ოქტომბრამდე მაინც ვერსად წავლენ ჩვენი შვილები,”-განაცხადა სოფო შამანიდმა.

თეგები: ლელო საქართველოსთვისსოფო შამანიდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved