• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სოფელში მალავენ” – რას ჰყვება დაკარგული გოგონას დედა

ალია ავტორი - ალია
15:56 07-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

უკვე მესამე დღეა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ. გოგონა სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს, დღის პირველ ნახევარში გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

“ფორტუნა” დაკარგულის დედას, თეონა თამაზაშვილს ესაუბრა.

“ერთად ვაპირებდით სადმე დასასვენებლად წასვლას. სად წავიდეთ ცემში თუ ზღვაზე-მეთქი რომ ვკითხე, ყველგან წავიდეთ დედიო, რა პრობლემააო, თვის ბოლომდე არ მცალია და მერეო. ახლა გავიგე სამსახურიდან წამოსულა. მეგობარს უთხრა და რატომ არ ეცალა არ ვიცი. ადრე სულ ვეჩხუბებოდი, ერთ-ერთი სამსახურიდან მაინც წამოდი-მეთქი, თან ბაკალავრიატზე სწავლობდა, თან მაგისტრატურისთვის ემზადებოდა. ვერ გადამიწყვეტია რომელი სამსახურიდან წამოვიდეო, მეუბნებოდა. მოწყენილი იყო ხოლმე. რომ ვეკითხებოდი, დედა ასე რატომ ხარ-მეთქი – ადამიანი ვარ, ხან ისე ვარ, ხან ასე ვარო მეუბნებოდა. ზოგადად გულჩათხრობილი იყო.

ბოლო პერიოდში თვალი უშტერდებო ხოლმე. დედა რა გჭირს-მეთქი ვეკითხებოდი და არაფერს მეუბნებოდა. არ ვიცი ვინმე აშანტაჟებდა თუ რა მოხდა. ვეხუმრებოდი ხოლმე, შვილიშვილები მინდა-მეთქი და ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას, უნდა ვისწავლო, გრანდიოზული გეგმები მაქვს და გათხოვებაზე არ ვფიქრობ კარგა ხანსო. არ უთქვმს თუ ვინმე აწუხებდა. დილას მძინარე დავტოვე და იმ დღეს აღარ დაურეკავს. გული აფორიაქებული მქონდა. რომ გავთავისუფლდი, დავურეკე, 2-ის 20 წუთი იყო და ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. იქით რა უნდოდა ჯერ კიდევ შოკში ვარ, არ გადიოდა ხოლმე ასე შორს, მით უმეტეს უთქმელად არასდროს წასულა, ყოველთვის ვიცოდი სად მიდიოდა, სად იყო. ახლა ისეა გასული, არაფერი წაუღია, პატარა ზურგჩანთა დაააქვს ხოლმე სულ, ის წაიღო ახლაც. საბუთები, საკრედიტო ბარათები, პასპორტი და საფულე ედო.

წინა ღამეს სერიალს ვუყურეთ და დავწექით ჩვეულებრივ, არაფრისთვის ემზადებოდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცოტა ხნით იყო გასული და სანამ მოვიდოდი, შინ დამხვდებოდა. იცოდა, რომ სულ ვაკონტროლებდი, სულ ვურეკავდი. არც ტელეფონზე მპასუხობდა, მეზობელს დავურეკე მანქანა თუ დგას-მეთქი, მეგობარსაც დავურეკე შენთან ხომ არ არის-მეთქი და დღეს არ დამკავშირებიაო. სოფელში ვიღაც მალავს, თორემ სადღაც ხომ მაინც მიაგნებდნენ”

23 წლის თამარ ბაჩალეიშვილის კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, შემდეგ კი ადგილობრივმა – სოფელ გოლთეთში. ამ ეტაპზე სოფლის არეალში გოგონას სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამართალდამცავები გოგონას პირად კომპიუტერსაც სწავლობენ, რათა დაადგინონ, ვისთან ჰქონდა ბოლოს კონტაქტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved