• რეკლამა
  • კონტაქტი
16:41, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოფელ ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მისივე გადაწყვეტილებით აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია, რაშიც 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამისთვის მადლობა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:13 08-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

სოფელ ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, მისი გადაწყვეტილებით სახლის ტერიტორიაზე აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია, რაშიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამისთვის მადლობა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა “ფონდ ქართუს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული გამარჯვება, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის სურათი.

„მე ვახსენე ჩვენი დამფუძნებელი და აქვე არ შემიძლია,  არ აღვნიშნო კიდევ ერთი რამ – ჩვენი დამფუძნებლის ლიდერობით, შევძელით იმ ისტორიული გამარჯვების მოტანა ჩვენი ხალხისთვის, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის სურათი და ზოგადად განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა  ქვეყანა, ხალხი დამშვიდდა, თავისუფლება მოიტანა 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა რაც მთავარია და მოიტანა რეალური,  ხელშესახები ცვლილებები, დემოკრატიის გაძლიერების კუთხით იქნება ეს, ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა უამრავი მიმართულებით, ამ ბოლო რვა წელში ჩვენ გვქონდა განვითარება და პროგრესი, გვქონდა ხელშესახები მიღწევა და პროგრესი ასევე ევროკავშირთან მიმართებაში, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება და ჩვენ მივაღწიეთ უვიზო რეჟიმის  შემოღებას ევროკავშირთან, რითაც ჩვენი თავისუფლებისმოყვარული ხალხი ამაყად გადაადგილდება, ყოველგვარი შეზღუდვების და ბარიერების გარეშე, უვიზოდ, ევროპის მიმართულებით. ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმიტომ, რომ  ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა იყო. ვიხსენებთ რა 90-იან წლებს, კარგად გვესმის თითოეულ მუნიციპალიტეტში თუ რა იყო და რა არის და რა გვინდა, რომ იყოს. ამიტომ ათმაგად, გაათმაგებული ტემპებით გვჭირდება ჩვენ მუშაობა. მუშაობა, მუშაობა და მუშაობა – ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გამოსავალი“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved