ზუგდიდის სოფელ დარჩელში, ადგილობრივმა მოსახლეობამ “ალტ-ინფოს” ოფისის გახსნა გააპროტესტა.ადგილობრივები ამბობენ, რომ დარჩელში პრორუსული პარტიის ოფისის გახსნას არ დაუშვებენ.
ირკვევა, რომ ოჯახი, რომელმაც “კონსერვატიული პარტიის” წევრებს სახლი მიაქირავა, “ქართული ოცნების” აქტივისტია. მათი თქმით, სახლი კერძო საკუთრებაა და მათი ნებაა, ვის მიაქირავებენ.
იქ მისულებს ადგილზე “ალტ-ინფოს” პარტიის წევრები არ დახვდნენ.
კომენტარები