• რეკლამა
  • კონტაქტი
16:50, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:53 06-17-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,384

18 ივნისს, ოთხშაბათს, სააპელაციო სასამართლოში სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით დასკვნითი სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს – „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

18 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებებს გამოიკვლევს და საქმეზე განხილვას დაასრულებს. აღნიშნულ სხდომაზე, შესაძლებელია, გამოცხადდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ან მომდევნო სხდომამდე გადაიდოს. უშუალოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხარეებს მოგვიანებით გადაეცემათ.

დავის შესახებ:

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავადაც იყენებს.

კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობოდა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს.
კომპანია „ჩირინა“ იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ შეფასებას გააკეთებს, რაც საქმის სამართლიანად გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

„ჩირინა“ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 მილიონ  დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ათასამდე ადამიანს ასაქმებს. ხარისხიანი ქართული პროდუქტის წარმოებასათან ერთად კომპანიას ქვეყანაში ინოვაციური მიდგომები და ცოდნა შემოაქვს.

5 მილიონამდე ლარით დაჯარიმება კი სერიოზული ფინანსური დარტყმა იქნება „ჩირინასთვის“ რამაც, შესაძლოა, კომპანიის გაკოტრება გამოიწვიოს – აღნიშნული უარყოფითად აისახება არამხოლოდ დასაქმებულებზე, არამედ, ზოგადად, სექტორის განვითარებაზე.

გაცნობებთ, რომ 18 ივნისს, სააპელაციო სასამართლოსთან, სხდომის დაწყებამდე (15:30 სთ), მედიასთან კომენტარს გააკეთებენ „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე და ადვოკატი გიორგი გეწაძე.

თეგები: ჩირინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved