• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკინტლის სკანდალი გრძელდება – დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:56 06-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,425

სკინტლის სკანდალი გრძელდება – სააპელაციო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა

4 ივნისს, ოთხშაბათს, სააპელაციო სასამართლოში სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს – „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავად იყენებს.

კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს:

  • “ერთი მხრივ, „ჩირინა“ არ იყენებს აღნიშნულ ანტიბიოტიკს, მეორე მხრივ კი, ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტ-პრეპარატი და კანონით შესაბამისი გამოყენების წესები გააჩნია. ის არც კანონდებლობით და არც ხელშეკრულებით არ ყოფილა აკრძალული ქათმის ნაკელში;

  • სასამართლო დაეყრდნო არააკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნას, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია;

  • სასამართლომ მტკიცებულებად მიიჩნია ლაბორატორიული კვლევისთვის წესების დარღვევით აღებული ნიმუში, რაც კანონმდებლობის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა;

  • „ყვარლის ბაგა“ თავად იყო ვალდებული შეემოწმებინა შესყიდული ნედლეულის უსაფრთხოება ცხოველის საკვების დამზადებამდე და გაეთვალისწინებინა სკინტლით კვების ტექნოლოგიური საკითხები, რაც მის თერმულ დამუშავებას გულისხმობს და ა.შ.;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ჩირინა“ მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება სამართლებრივად და ფაქტობრივად მცდარ შეფასებებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სამართლიანობის პრინციპებს და კერძო კომპანიების კანონიერი ინტერესების დაცვას. სააპელაციო სასამართლოსგან კომპანია მოელის ობიექტურ და ყოვლისმომცველ, სამართლიან და კანონიერ შეფასებას, რაც უზრუნველყოფს საქმის სამართლიანად გადაწყვეტას, – წერს კომპანია.

გაცნობებთ, რომ 4 ივნისს, სააპელაციო სასამართლოსთან, სხდომის დაწყებამდე (13:30 სთ), მედიასთან კომენტარს გააკეთებენ „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე და ადვოკატი გიორგი გეწაძე.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved