• რეკლამა
  • კონტაქტი
22:10, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სხვაგან ბანაობთ… მოხალისეების გაგზავნა ომში ჩართვას არ ნიშნავს… იმიტომ ჰქვია მოხალისე…” – კოტე კემულარია

"საქართველო უკრაინაზე გაცილებით უკეთეს პოზიციაზე იყო, სანამ თქვენ ევროპის პირველ პირს-შარლ მიშელს და მის დოკუმენტს აბუჩად აიგდებდით."

ალია ავტორი - ალია
17:54 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” წევრი, კოტე კემულარია:

“გემწუთხათ ელჩის გაწვევა?!
მძიმე დიპლომატიური დემარშია.
ორმაგმა მაგისტრმა- “ მოხალისეებს თუ გავაგზავნიდით, ომში ჩართვა იქნებოდაო”.
არ არის ეს ასე.
ექიმების და სამოქალაქო მოხალისეების სხვა ქვეყნის ტრანსპორტით გამგზავრება, არანაირად არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მათ გაგზავნას. მოხალისეები, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და მთელი მსოფლიოდან ჩადიან უკრაინის მხარდასაჭერად.
ეს არ ქმნის პრობლემებს მათ სახემწიფოსთან. ამიტომ ჰქვიათ მათ “მოხალისეები”. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ უკრაინაში საერთაშორისო ბატალიონის ჩამოყალიბება მიმდინარეობს.
დასავლეთი ღიად უგზავნის შეიარაღებას, სამხედრო ავიაციას, სერიოზულ თანხებს, რომ უკრაინამ თავი დაიცვას. თქვენს ენაზე ამას რა ქვია?
თქვენ, უბრალოდ, “სხვაგან ბანაობთ”.
არა ადექვატური თავის მართლება იყო.
ნუ ცდილობთ საკუთარი ხალხის მოტყუებას, თანაც ასე უნიჭოდ.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატად დამტკიცების “არარელევანტურობას”/კობახიძის ტერმინია/, ესეც თქვენი ვაიპოზიციის პირდაპირი შედეგია.
საქართველო უკრაინაზე გაცილებით უკეთეს პოზიციაზე იყო, სანამ თქვენ ევროპის პირველ პირს-შარლ მიშელს და მის დოკუმენტს აბუჩად აიგდებდით. ევროპარლამენტარების და კონგრესმენების გულრწფელ და მეგობრულ წერილებზე იღლიცინებდით-
“ეგენი ვინ არიან, ვინ დანიშნა ჩვენს უფროსებადო”.
გასაგები გახდა ყველასთვის, რომ თქვენი “უფროსი” ცივილიზაციური ღირებულებები კი არ არის, ბიძინაა.
როდესაც ძველ დროში ჩარჩენილი რუსული სამხედრო მანქანა, დაუპირისპირდა არამხოლოდ უკრაინას/ახლა, სრულიად ნათელია, ეს საბაბი იყო, არამედ ფუნდამენტალურ დასავლურ ღირებულებებს და მთელ ევროკავშირს, ამერიკას, თქვენი ხელისუფლება არათუ არ დადგა დასავლეთის გვერდით, მწარედ იქილიკა სანქციებზე.
შექმნილი ვითარებით რომ გესარგებლათ და განაცხადი მაინც შეგეტანათ უკრაინასთან ერთად, ხომ განიხილავდნენ და “რელევანტურობაც” გაირკვეოდა.
არ გინდოდათ.
არც ახლა გინდათ ევროკავშირი.
უცხოა თქვენთვის, სამწუხაროდ.
დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი სახელმწიფოს საუკუნეებგამოვლილი ორიენტაციისთვის თქვენს ასეთ აბდა – უნდა პოზიციას.
მწარედ მოგიწევთ პასუხის გაცემა ქართული საზოგადოებისთვის.
განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის.”
თეგები: ზელენსკიკოტე კემულარიარუსეთ-უკრაინის ომიტრიბუნაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved