• რეკლამა
  • კონტაქტი
21:05, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სხვა შემთხვევაში ზელენსკის ვიზიტი საქართველოში შეიძლება გაუქმდეს…” – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:25 07-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

საქართველოს მესამე პრეზიდენი მიხეილ სააკაშვილი:


“იური ხომიჩისა და ვოლოდიმირ დიაჩენკოს ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, რომლებიც საქართველოში უკანონოდ დააკავეს და გაასამართლეს, დღეს მათთან მივიდა ციხის უფროსი და სთხოვა შეწყალების შუამდგომლობის დაწერა, რადგან სხვა შემთხვევაში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი საქართველოში შეიძლება გაუქმდეს.


საქართველოს ე.წ ხელისუფლებას ახლა ეს ვიზიტი ჰაერივით სჭირდება, რადგან დანარჩენი მსოფლიო აკრიტიკებს მათ არადემოკრატიული ნაბიჯების გამო, მათ შორის დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა.


ხომიჩმა და დიაჩენკომ უარი თქვეს შეწყალების შესახებ შუამდგომლობის დაწერაზე, რადგან, პირველ რიგში, მათ არ ჩაუდენიათ რაიმე დანაშაული და ეს სიმართლეა – მათ არ დაურღვევიათ არც საქართველოს და არც საერთაშორისო კანონმდებლობა, მეორეც, ისინი არ არიან თანახმა დატოვონ მათი ეკიპაჟის მესამე წევრი – წარმოშობით უკრაინელი და მოქალაქეობით ქართველი, მიხეილ ბატურინი, რომელიც მათთან ერთად დააკავეს იახტაზე. 
საქართველოს ე.წ ხელისუფლებას არ სურს ბატურინის გათავისუფლება, რადგან იგი მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცრად ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში და მათ პოლიტიკური ნიშნით სურთ მძევლად დაიტოვონ.


მე აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი მეზღვაურების გამბედაობით, მომწონს ოფიციალური კიევის პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და მაკვირვებს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სიბოროტე.


რაც შეეხება ე.წ. ქართულ სასამართლოს, მთელი მსოფლიო უკვე გმობს და აშკარაა, რომ საქმე გვაქვს რუსული გაზპრომის უმსხვილესი კერძო აქციონერის ოლიგარქ ივანიშვილის ჯიბის სასამართლო პროცესთან,  რომელმაც გააყალბა საქართველოში არჩევნები და  გააუქმა სასამართლო.
იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პრინციპული პოზიცია გაათავისუფლებს მათ და მიხეილ ბატურინსაც.”

საქართველოს 19 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უნდა ეწვიოს. ზელენსკი მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.

ცნობისათვის, საქართველოს მოქალაქე იური ბატურინი, უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო 2020 წლის 28 ნოემბერს ხომალდით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ისინი ბათუმის სანაპირო დაცვის პოლიცია დააკავა. პროკურორის მტკიცებით,  ისინი ცდილობდნენ შემთხვევის ადგილიდან გაქცევას და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი და   უკრაინელი მეზღვაურებები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით არიან გასამართლებული.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

თეგები: ზელენსკიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved