• რეკლამა
  • კონტაქტი
17:20, ორშაბათი, 23 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალი ნაციონალურ მოძრაობაში – ვინ მიიღებს მთავარი ოპოზიციონერის წოდებას ენმ-ს დაშლის შემდეგ?

ალია ავტორი - ალია
21:16 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ანი დვალიშვილი, ალია

სავარაუდოდ, ზაფხულის სიცხის ბრალია ის, რომ ქართველი პოლიტიკოსები ნაკლებად აქტიურები არიან. მართალია, პერიოდულად კი გამოდიან ხოლმე მწვავე განცხადებებით, აქაოდა, 19 აპრილის შეთანხმებას უნდა დაუბრუნდეს „ოცნება“, 43%-ს თუ ვერ აიღებს მმართველი გუნდი, ვადამდელ არჩევნებს მაინც დანიშნავსო და ა.შ. მაგრამ რეალურად, ის მუხტი, რომელიც წინასაარჩევნოდ უნდა იყოს, აშკარად მინელდა. ზაფხულის გარდა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარი რაღა თქმა უნდა ფულია და ახლავე გეტყვით, რატომ ფული. ოპოზიციამ აქტიური მოძრაობა რომ დაიწყოს, შედეგი ნული ექნება, რადგან მოსახლეობა ზაფხულის ხვატს ემალება და არავინ დადგება კანდიდატთან სასაუბროდ. არადა, რეგიონებში გასვლა სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული და ახლა რომ თანხები დაიხარჯოს, სექტემბერ-ოქტომბერში მათი მობილიზება გაჭირდება. ხომ ისედაც ცხადია, რომ მთავარ აქცენტს „ოცნება“ უკვე მერამდენე წელია, სწორედ ფინანსებსა და ადმინისტრაციულ რესურსზე აკეთებს. სამაგიეროდ, მმართველი გუნდის ლიდერები მოგზაურობენ რეგიონებში სახელმწიფოს ხარჯზე. სამსახურის ავტომობილებში სახელმწიფოს ხარჯზე ნაყიდი ბენზინი, შეხვედრებზე – დასაქმებული ხალხის გამოყვანა და როცა საჭიროა, რეგულაციების დარღვევაც შეიძლება საჯაროდ და სახალხოდ, რისი ნათელი მაგალითიც პრემიერმინისტრმა პირადად გვიჩვენა, როცა ოლიმპიური ჩემპიონობის მისალოცად ათეულ მეტრზე გაჭიმულ სუფრას მიუჯდა ათეულობით ადამიანთან ერთად. მე იქ ვერც პირბადე დავინახე, ვერც დისტანცია და თავს დავდებ, ორიოდე საათს მერე, მთვრალი ხალხი სიყვარულს ერთმანეთს ჩახუტებითა და ტუჩზე კოცნით უხსნიდა.

ფინანსური პრობლემის გარდა, ჯერაც მთავარ ოპოზიციურ ძალას (არჩევნების შემდეგ ეს სახელი გახარიას პარტიას დაერქმევაო, ასე გვიანონსებენ კულუარებში), ანუ ნაციონალურ მოძრაობას სხვა პრობლემებიც აქვს. მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ გაექცა ხელიდან მმართველობა და მისი ერთგული კადრებიც პარტიას ნელ-ნელა ტოვებენ. ამის ნათელი მაგალითი აზერ სულეიმანოვის განცხადებაა, რომელმაც ის პარტია დატოვა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი 2000-იანი წლების დასაწყისში თავად იყო. შესაძლოა, სულეიმანოვის გვარი თუნდაც დედაქალაქის მაცხოვრებლებს არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ რეალურად, მასზე ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელების ძალიან დიდი ნაწილი იყო ჩამოკიდებული. ის პროცენტები, რომლებსაც ჯერ მმართველობის, შემდეგ კი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში დებდნენ ნაციონალები მარნეულში, მთლიანად (სულ მთლიანად) სულეიმანოვის დამსახურებაა. ამ არჩევნების წინ კი, სულეიმანოვის ნაცვლად ნაცებმა გამსვლელ სიაში ვინმე აბდულა ისმაილოვი ჩასვეს, კაცი, რომელსაც არავინ იცნობდა და სულეიმანოვი პირველად მაშინ გაიბუტა. გაიბუტა რა, პარტიის ქვემო ქართლის რეგიონალურ შეფ დათო კირკიტაძესთან ისეთი კამათი მოუვიდა, საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე და გინებამდე მივიდა. ამ არჩევნებზე კი სულეიმანოვმა სიის პირველი ნომრობა მოითხოვა და პირობა დადო, მინიმუმ ორი ფრაქციის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხალხს გაიყვანდა საკრებულოში და ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე თავად იქნებოდა, რაზეც უარი მიიღო და შედეგად, პარტიიდან წავიდა. ამას ადგილობრივი აქტივის ბუნტი მოჰყვა, თუმცა კირკიტაძემ არ დათმო და ახლა, სწორედ მან უნდა შეაკოწიწოს ნაცმო მარნეულში, სხვაგვარად, მოქმედი აქტივი არჩევნების ბოიკოტით იმუქრება. ჩვენი ინფორმაციით, კირკიტაძის რჩეული „ოცნებიდან“ ერთი თვის წასული, რეინტეგრაციის მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში, აიაზ მამედოვი იქნება. ყოველ შემთხვევაში, თავად მამედოვი ამ ინფორმაციას არც უარყოფს, არც ადასტურებს, მაგრამ მერობის კანდიდატად მისი დაყენება თითქმის გადაწყვეტილია. თუ სიტუაცია არ დალაგდება, დარწმუნებით გეტყვით, რომ როგორც მარნეულში, ისე გარდაბანსა და დმანისში, აზერბაიჯანული ხმებიდან ნაციონალები ძალიან, ძალიან ბევრს დაკარგავენ. ჰო, არც ის გამორიცხოთ, საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის, სულეიმანოვმა ხელი „ოცნებას“ შეაშველოს და ქვემო ქართლის სოლიდურად მოგება (ხმების რაოდენობის გათვალისწინებით), „ოცნებას“ 43%-იან ბარიერს გაუნაღდებს. შედარებისთვის გეტყვით – მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტს მთლიანად 5 ათასზე ოდნავ მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ამდენი ადამიანი კი მარნეულის თითო სოფელში ცხოვრობს.

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
LIVE  გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“
ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

14:16 02-23-2026
სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved