• რეკლამა
  • კონტაქტი
01:00, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!

ალია ავტორი - ალია
19:51 09-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102,648

ნანა სულავა

,,ალია“ თბილისში სიცოცხლისთვის საშიშ ლოკაციებზე საუბარს აგრძელებს საუბარს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან ანზორ საკანდელიძესთან:

– ბატონო ანზორ, თქვენ უკვე ისაუბრეთ თბილისში ოცი ლოკაციიდან სამ საშიშ ლოკაციაზე.საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგვისახელეთ, კიდევ რომელია საფრთხის შემცველი ლოკაცია?

– ჯერ დავიწყოთ იმით, რომ თბილისში გროვდება ტექტონიკური მუხტი და ეს მუხტი დღითიდღე ძლიერდება. მშენებელთა ლიგის ერთერთ წევრს საიდუმლოდ საზღვარგარეთიდან ნასას მიერ კოსმოსიდან გადაღებული საქართველოს რუკა გამოუგზავნეს, სადაც კარგად ჩანს თბილისში რომ გროვდება ტექტონიკური მუხტი, რომელიც არის მიწისძვრებისთვის დამახასიათებელი.

– ეს რუკა როდის მიიღო მშენებელთა ლიგის წევრმა?

– მიიღო 2019 წელს, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი გახარია. პრემიერი ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ დაინტერესებულიყო. მაგრამ მისგან რეაქცია იყო – ნული. თბილისის მერს კახა კალაძესაც მივწერეთ, არც ის დაინტერესებულა. წარმოიდგინეთ, ქალაქის მერს რომ არ აინტერესებს თბილისში საშიში მიწისძვრის კერა, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება. ერთი სიტყვით, მთავრობამ ისე მიაჩუმათა ეს საკითხი, როგორც არაფერი. ის  როდის იფეთქებს, არავინ იცის. მერე დაიწყებენ ფაციფუცს და ერთმანეთზე გადაბრალებას. ქვეყნის გარედან გაფრთხილებენ, მთავრობას საერთოდ არ აინტერესებს და ნახვაც არ უნდა ამ ლოკაციის, სპეციალისტებთან შეხვედრაც არ სურთ. ისმევა კითხვა, მაშინ ვინ ხარ შენ, ხელისუფალო და ქალაქის მერო?!!

– სანამ თბილისში არსებულ ლოკაციებზე გადავალთ, იქნებ ისიც გვითხრათ, საქართველოში რამდენი ლოკაციაა საშიში, ზოგადად?

– ას წელს  მიტანებული ცნობილი ქართველი გეოლოგი ელენე აბაშიძე შედის მსოფლიოს მეცნიერთა ათეულში. მან შეკრიბა დედამიწის შემსწავლელი ქართული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთა ნაშრომები და დაადგინა, რომ საქართველოში არის 53 000 მეწყერული და 3 000 ღვარცოფული ლოკაცია, რომელთა შესწავლას აწარმოებდა გეოლოგიის, გეოფიზიკის, ჰიდროლოგიის, სეისმოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ და განადგურებულია. გეოფიზიკის ინსტიტუტის გამონაკლისის გარდა. ამიტომ სახეზეა ეს მეწყერული ღვარცოფები დღეს, რომელიც შედეგია იმისა, რომ ინსტიტუტები გააუქმეს. მომავალში რა მოხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. აბა, 30 წლის წინანდელ პერიოდში თუ გავიხსენებთ მეწყერულ და ღვარცოფულ მოვლენებს? იმიტომ არ ხდებოდა მასშტაბური კატასტროფა, რომ შესაბამისი ინსტიტუტები იყო და ყველა რეგიონში შესაბამისი საშტატო ერთეულები. დღეს ეს ყველაფერი გაუქმებულია. მის აღდგენაზე კი 30 წლის განმავლობაში არც ერთ ხელისუფლებას არ უფიქრია.

ახლი კი დავუბრუნდეთ თბილისში საშიშ ლოკაციებს. ამჟამად მე ორ ლოკაციაზე გეტყვით. ეს გახლავთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებში აშენებული კორპუსები. მას დაემატა ჩინელების მიერ აშენებული კორპუსები. საბჭოთა პერიოდში აშენებულ კორპუსებს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. მიმდინარე რემონტს არავინ აკეთებს მას შემდეგ, რაც მოხდა ამ კორპუსების პრივატიზაცია. რაც შეეხება ჩინურ კორპუსებს, ყველა მათგანის ფუძე-საძირკველი არის არასწორად დაპროექტებული, არ არის გამოყენებული ფილტრაციის წყალ-უჟონადობის სპეციალური თვისებების მატარებელი ბეტონი, ასევე არ არის გამოყენებული რკინა-ბეტონი, რის გამოც ამ კორპუსის საძირკვლებში შეაღწია წყალმა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება თბილისის ზღვის წყლის შევსებით. საერთოდ, თუ საძირკვლებში ჩადგა წყალი. ასეთი კორპუსები ითვლება ავარიულად და დაითვალონ ახლა, რამდენია  იქ ასეთი ავარიული კორპუსი. პატრონი და გამკითხავი არავინ არის!

ახლა მოდი ვთქვათ ის, რა მდგომარეობაშია აზერბაიჯანული ფირმების მიერ აშენებული კორპუსები ორთაჭალაში. აი, საშიში ლოკაცია ამას ჰქვია! მდინარე მტკვრის მიმდებარედ უამრავი ახლადაშენებული კორპუსი უკვე ავარიულია, რადგან ყველა მათგანი აშენებულია მძიმე ბეტონისგან, რომელთა გამოყენება გარე საკედლე მასალებად სასტიკად აკრძალულია, რადგან მძიმე ბეტონის თბოიზოლაციის მაჩვენებლები 200-300%-ით ნაკლებია მსუბუქი ბეტონისგან დამზადებულ საკედლე მასალებზე. გარდა ამისა არის ორჯერ და სამჯერ მძიმე და შესაბამისად ამ სიმძიმის გამო მისი სეისმოუსაფრთხოების დაცვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თანაც ამ კორპუსებში ცხოვრება ძალიან ძვირი ჯდება, გათბობაზე სამჯერ მეტი თანხები იხარჯება, რადგან ცივი ბეტონის გათბობა შეუძლებელია. კორპუსები აშენებულია ძველ ნაგავსაყრელებზე. ამ მიზეზით კორპუსები მალევე დაჯდა. ფულზე გაგიჟებული მშენებლები არაფერს ითვალისწინებენ. განა მარტო საფრთხის შემცველია ამ ბინებში ცხოვრებას, ბინებში წარმოიშობა სოკოები, იქ იმდენად ცივა.

– ბატონო ანზორ, თქვენ სასწაულს ამბობთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ საშიშ ლოკაციაზე ორთაჭალაში დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ვაჟი აშენებს უზარმაზარ კომპლექსს. მან არ იცის ეს?

– დიახ, ვიცი, რომ ის აშენებს. საერთოდ დამტკიცებული და მიღებულია, რომ ას მეტრზე მაღლივი შენობებისთვის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები უნდა ჩატარდეს ას მეტრ სიღრმეზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იქ მაქსიმუმ ოც მეტრზე მეტ სიღრმეზე არ იქნება ჩატარებული კვლევა და არც იმას გამოვრიცხავ, რომ საერთოდ არ იყოს ჩატარებული კვლევა და გადმოწერილი იყოს ძველი საბჭოური მონაცემები, როგორც ეს გააკეთეს ფსიქიატრიული ინსტიტუტის ტერიტორიაზე. ეს საბჭოური მონაცემები ძირითადად 5-8 სართულიან კორპუსებზეა გათვლილი, და მრავასართულიანს რომ ააშენებ, რასაც მიიღებ, საზოგადოება ნახავს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორთაჭალის რაიონი თბილისში აგრესიული მიწისქვეშა წყლებით არის მდიდარი და იქ ფუძე-საძირკვლების მოწყობას დაჭირდება სპეციალური კოროზია-მედეგი ცემენტები, რომელიც არის ძვირადღირებული და თან დეფიციტური. ინჯიამ ევროპული სოციალიზმი ხომ ააშენა და ახლა ევროპულ ცათამბჯენებს აგვიშენებს.

-ბატონონ ანზორ, მოსალოდნელ საფრთხეებზე და საშიშ ლოკაციებზე თქვენ მიგიმართავთ ყოფილი პრემიერისთვის, დღევანდელ პრემიერს თუ მიმართეთ და როდის?

– როგორ არა! ცნობილმა მშენებელთა ლიგის რამდენიმე მეცნიერმა მივმართეთ შოვის ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე წერილით, რომლის სათაურად გამოვიტანეთ თომას ჯეფერსონის სიტყვები: ,,ერი არ მოკვდება, თუ თავს არ მოიკლავს“ და წერილში აღვნიშნეთ, რომ ყველა ერმა, ვინც დღეს აღარ არსებობს თავისი უგუნურობით თავი თვითონ მოიკლა. და 21-ე საუკუნეში უგუნური თვითმკვლელობის ამ გზას დაადგა საქართველო, როცა გააუქმა მსოფლიოში სეისმოუსაფრთხოების დაცვის მთავარ გარანტად აღიარებული მშენებლობის სამინისტრო და სამშენებლო მაფიის ზეწოლით ჩართო დღემდე მუდმივად მოქმედი კორუფციული სისხლიანი ფულის საჭრელი სასიკვდილო სამშენებლო ნებართვების გაცემის, სასიკვდილო სამშენებლო ზედამხედველობისა და სასიკვდილოდ აშენებული მიღება-ჩაბარების სიკვდილის კონვეირი. 20-25 წელია, არცერთ ხელისუფლებას არ გამოურთავს სიკვდილის ეს კონვეიერი. ვინც ამ კონვეიერს გამორთავს და აღადგენს მშენებლობის სამინისტროს, ის აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში. კიდევ ბევრი რამ მივწერეთ პრემიერს, მაგრამ ცნობილ მეცნიერთა წერილს მან დუმილით უპასუხა.

მე, ანზორ საკანდელიძე ვეტყვი ხელისუფალს, ძალიან მოკლედ, რაჭის ტრაგედია მოხდა სახელმწიფოს მიზეზით და ის 2015 წელს თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის ანალოგია. ამიტომ ერთი რამ ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ვერეს ხეობაში, იმ ცოდვილიან მიწაზე ააშენეს კორპუსები, ზუსტად იგივეს გააკეთებენ რაჭაში, თუ ერი თავის გადასარჩენად ხმას არ ამოიღებს.

– ბატონო ანზორ, რას ეტყვით მოსახლეობას, რა არის გამოსავალი?

– მთელი საქართველო ამოვიჟუჟებით, თუ არ გავერთიანდებით და ერთობლივად არ მოვთხოვთ ხელისუფლებას, მოისმინოს დარგის სპეციალისტების და გაითვალისწინოს ჩვენი რჩევები. სხვა შემთხვევაში დავდგეთ ერთად და ხმამაღლა ვუთხრათ „არა“ მათ დამანგრეველ პოლიტიკას.

გაგრძელება იქნება

თეგები: ანზორ საკანდელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved